ექიმები თავიანთ პაციენტებს ასეთი ტატუს გაკეთებას ეხვეწებიან. მე ჯერ არცერთი არ მაქვს, ამას კი აუცილებლად გავიკეთებ.
მასაჩუცეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები უნიკალური პროექტით არიან დაკავებულნი, რომელიც მათი მტკიცებით დიაბეტით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას შეცვლის.
აზრის მქონე ტატუ
მაიკლ სტრანომ და პაველ ბეროუნმა უნიკალური მოწყობილობა გამოიგონეს, რომელიც ანალიზისთვის თითიდან, სისხლის ყოველდღიურ აღებას გამორიცხავს.
ამ მოწყობილობის წყალობით მიღებული მონაცემების სიზუსტე ძალიან მაღალი იქნება, ვინაიდან მისი დამზადების ტექნოლოგია კარდინალურად განსხვავდება ყველასგან რაზეც დღემდე გსმენიათ.
უწინ სენსორები მუშაობდენ შემდეგნაერად: კანქვეშ თავსდებოდა ელექტროდი, რომელიც ორგანიზმში გლუკოზის დაჟანგვით გამოწვეული უკუპროდუქტების რეაქციაზე რეაგირებდა. სამწუხაროდ ასეთი სენსორების ტარება არ არის რეკომენდირებული 7 დღეზე დიდი ვადით.
მოწყობილობა, რომელიც შეიმუშავეს სტრანომ და ბეროუნმა, წარმოადგენს ნახშირბადის ნანომილს პოლიმერული კანით. ეს კანი კი მგრძნობიარეა გლუკოზის კონცენტრაციაზე.
გლუკოზასთან კონტაქტის დროს მილები ფლუორესცენცირებას იწყებენ. ფლუორესცენციის ინტენსივობა, დაავადებულის სისხლში გლუკოზის დონეს ასახავს.
გეგმაშია — შეიქმნას მელანი სპეციალური ნანოელემენტების შემცველობით. მოცემული მელანი "ტატუს ნემსის" დახმარებით კანქვეშ მოთავსედება.
ტატუირება იქნება დროებითი. ასეთი ინდიკატორის მოქმედების ვადა — 6 თვეა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პროცედურის გამეორება იქნება საჭირო, რადგან მელანი თავის თვისებებს დაკარგავს და გაქრება.
მცირე ზომის იკ-მონიტორი, რომელიც ფლუორესცენციაზე რეაგირებს, გაშიფრავს სენსორის მონაცემებს და გამოსცემს სიგნალს, რომელიც ზომების მიღების მიმანიშნებელია.
ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია დამუშავების პროცესშია. ტესტირება უკვე ჩაუტარდა ცხოველის კანის ფრაგმენტებს და მათ იმედის მომცემი შედეგები დადეს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და მადლობა გადაუხადოთ იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთ ვალდებულებად ჩათვალეს მილიონობით ადამიანის ცხოვრება უკეთესი და კომფორტული გაეხადათ.