ცივად შენახული კიტრი - საყვარელი კონსერვის მომზადების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი!

ცივად შენახული კიტრი - საყვარელი კონსერვის მომზადების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი!
fpaparazzi გიზიარებთ ძალიან მარტივ და სწრაფ მეთოდს კიტრის ზამთრისთვის შესანახად. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოგივათ 8 ნახევარლიტრიანი ქილა.

საჭირო მასალა:

  • კიტრი 3 კგ
  • მარილი 100 გ
  • ძმარი 150 გ
  • ხახვი 250 გ
  • შაქარი 250 გ


მომზადების წესი:

  1. მომზადებამდე ჩაალბეთ კიტრი ცივ წყალში.
  2. შემდეგ დაჭერით 0,5-1 სმ სისქის წრეებად.
  3. თხელ ნახევარწრეებად დაჭერით ხახვი, ნიორი გაატარეთ პრესში.
  4. ღრმა ჯამში აურიეთ კიტრი, ხახვი და ნიორი. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი.
  5. მოთავსეთ ჯამი მაცივარში 12 საათით, რათა კიტრმა წვენი გამოუშვას.
  6. გაასტერილეთ ქილები და სახურევები.
  7. გაანაწილეთ კიტრი და სხვა ინგრედიენტები ქილებში და მოხუფეთ.
  8. მოხუფვის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მარინადი ქილაში აიმღვრა, არ შეგეინდეთ, ასეც უნდა იყოს. ის დაიწმინდება დროთაგანმავლობაში.
  9. შეინახეთ ქილები მშრალ და გრილ ადგილას.