სუპერ-პოპულარული სალათა-სოუსი „ანქლ-ბენსი“ ზამთრის მარაგისთვის
fpaparazzi გირჩევთ, არ დაზოგოთ და ბევრი მოამზადოთ ეს უგემრიელესი სოუსი ზამთრისთვის...
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 2,5 კგ პომიდორი
- 1 კგ ტკბილი წიწაკა
- 2 კგ ყაბაყი
- 200 გ ნიორი
- 2 ს/კ მარილი
- 200 გ შაქარი
- 200 მლ ზეთი
- 100 გ 9 %-იანი ძმარი
მომზადების წესი:
- პომიდორი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი.
- შემდეგ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი.
- დადგით ცეცხლზე და თუშეთ 30 წუთი.
- შემდეგ დაუმატეთ ჩხირებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ძმარი.
- სოუსი ხარშეთ ადუღებიდან კიდევ 20 წუთი. შემდეგ გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით.