საზამთროს დაჭრის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი!

საზამთროს დაჭრის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი!
ფერადი, სასარგებლო და ძალიან გემრიელი ხილი, რომლის მხოლოდ ერთ დანახვაზეც ყველას ნერწყვი მოგვდის. მაგრამ ამ უგემრიელესი ნაყოფის დაჭრა თითქმის ყველას ეზარება. ირგვლივ ყველაფერი ისვრება და ხშირად ამის გამო თავს ვიკავებთ მის ყიდვაზეც.
fpaparazzi-ის რედაქციამ მიაგნო რამდენიმე ორიგინალურ მეთოდს, რომელიც მის დაჭრას გაგიადვილებთ და თანაც სტუმრებსაც გააოცებთ!

საზამთროს დაჭრის და სუფრასთან მიტანის მეთოდები


  1. საზამთროს კალათა სასაცილო ბაყაყის ფორმით. საზამთროს რბილობის გარდა, ამ შემთხვევაში სხვადასხვა კენკრა და სეზონური ხილიც გამოგადგებათ.


  2. ხილის მწვადები ხის ჩხირებზე. შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ ჩვეულებრივი თეფშითაც და საზამთროსგან გამოჭრილი მაყალითაც!


  3. მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი და გაყინული საზამთრო - შესანიშნავი ცივი დესერტია. ხილის ასეთი ყინულით შესანიშნავად გააცივებთ სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს.


  4. კიდევ ერთი საინტერესო იდეა: ხილის სალათი საზამთროს ჩაიდანში. ჩაიდნის ცხვირი და სახეულური ხის ჩხირებით არის მიმაგრებული.



  5. საზამთროს ზვიგენი განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონებათ!


  6. ამ ტრიუკის მთელი სირთულე იმაშია, რომ უნდა იპოვნოთ შესაფერისი ზომის ჯამი.


  7. და ყველაზე გამაგრილებელი და წვნიანი ტორტი.



  8. ჩაასხით ამოღრუტნულ საზამთროს კანში საზამთროს წვენისგან მომზადებული ჟელე და გააჩერეთ რამდენიმე საათი მაცივარში.



  9. გრილეზე შემწვარი საზამთრო გაგისინჯავთ? ნუ გაგიკვირდებათ, ეს კულინარიული შეცდომა არ არის, ძალიან გემრიელა! არ დაგავიწყდეთ შეწვისას მოასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოაყაროთ შავი დაფქული პილპილი. შეწვით ყველა მხრიდან 10-10 წუთი.