საზამთროს არომატული და მსუბუქად მათრობელა კოქტეილი ლაიმით

საზამთროს არომატული და მსუბუქად მათრობელა კოქტეილი ლაიმით
fpaparazzi გირჩევთ: თუ გსურთ კოქტეილი ძალიან ცივი გამოვიდეს, სანამ კეთებას შეუდგებით, გაყინეთ დაჭრილი საზამთროს რბილობი.
საჭირო მასალა:
  • საზამთრო 1 ცალი
  • ლაიმი 3 ცალი
  • ჯინი 200 მლ
  • ტონიკი 1,5 ლ
  • ყინულის კუბიკები 12 ცალი
  • პიტნა 3 ცალი

მომზადების წესი:
  1. დააბლენდერეთ საზამთროს რბილობი (წინასწარ მოაცილეთ კურკები), მიღებული მასა ჩაასხით გრაფინში.
  2. დაუმატთ 3 ლაიმის წვენი და აურიეთ.
  3. ჩაყარეთ ყინულის კუბიკები და ჩაასხით ჯინი, დაასრულეთ ტონიკით.
  4. ჩამოასხით კოქტეილი ჭიქებში, მორთეთ ლაიმის ნაჭრებით და ქორფა პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!