პროსტატიტის და ცისტიტის სამკურნალო 2 ხალხური რეცეპტი.

პროსტატიტის და ცისტიტის სამკურნალო 2 ხალხური რეცეპტი.
საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადება ვითარდება თირკმელში ან საშარდე სისტემის სხვა ორგანოში კენჭების გაჩენის შედეგად. დაავადება ცვლითი პროცესების დარღვევის შედეგია და ხასიათდება წელის არეში ძლიერი ტკივილით და შარდში სისხლის არსებობით.

ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებაა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს გაციება, შეკრულობა. დამახასიათებელია - უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვისას.

პროსტატიტი
- წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა, გამოწვეული სხვადასხვა მიკრობებით, ან სექსუალური ცხოვრების პრობლემებით. პროსტატიტის დროს ადგილი აქვს ტკივილს მოშარდვისას და დეფეკაციის დროს.

აღნიშნული დაავადებების მკურნალობაში ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად ხალხური მედიცინის რეცეპტებიც იხმარება.

#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 150 მლ
  • თალგამის წვენი - 150 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
წვენები შევურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 5 წთ. მივიღოთ 30 მლ ყოველ 2 სთ - ში. მკურნალობის კურსი - 2 კვირა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გავიმეოროთ.

#2 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 50 გრ
  • თალგამის ძირხვენა - 30 გრ
  • თეთრი თავხვეული კომბოსტო - 50 გრ
  • ისპანახი - 40 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 30 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
ინგრედიენტები დავკეპოთ, შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ ზეითუნის ზეთი. მივიღოთ 100 გრ ყოველდღე ჭამის დროს. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი