ხრაშუნა კიტრის მარინადი 5 წუთში!

ხრაშუნა კიტრის მარინადი 5 წუთში!
კიტრი ყველანაირად გემრიელია. ზოგს ზაფხული იმიტომ უყვარს, რომ ქორფა და ხრაშუნა კიტრით ჩაიტკბარუნოს პირი, მაგრამ სეზონზეც კი, ხანდახან ქორფა კი არა, მჟავე კიტრი გვინდება.
ამიტომაც მოგიმზადეთ რეცეპტი, რომლის მიხედვითაც კიტრის მჟავე 5 წუთში მზადდება.

საჭირო მასალა:

  • კიტრი 1 კგ
  • ნიორი 10 კბილი
  • მარილი 1,5-2 ს/კ
  • კამა 1 კონა


მომზადების წესი:
  1. გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ყუნწები და გაჭერით თითოეული კიტრი 4 ნაწილად.
  2. გარეცხე კამა და გაფცქვენით ნიორი. დაჭერით ორივე წმინდად.
  3. კიტრი მოათვსეთ ღრმა ქვაბში, დაუმატეთ კამა და ნიორი, მარილი და დააფარეთ ქვაბს თავსახური. ანჯღრიეთ ქვაბი რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. თუ გაქვთ დრო, შეგიძლიათ დააცადოთ კიტრს გაუჯდეს ყველაფერი და გააჩეროთ ქვაბი ნახევარი საათით. თუკი გეჩქარებათ - შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ.
  5. ორივე შემთხვევაში კიტრი წვნიანი და ხრაშუნაა.

გემრიელად მიირთვით!