უზბეკური სამეფო ღვეზელი, რომელიც მარტივი პროდუქტებისგან მზადდება

ამ ღვეზელს ხშირად სხვადასხვა გულსართით აკეთებენ, თუმცა ამჯერად ჩვენ ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ

საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 0,5 კგ ფქვილი
- 100გ მარგარინი
- 100გ არაჟანი
- 1კვერცხი
- ½ ჩ.კ სოდა
- ½ ჩ.კ მარილი
- 300გ კარტოფილი
- 100გ ხახვი
- 250 გ ქათმის ფილე
- ½ ჩ.კ მარილი
- ¼ ჩ.კ პილპილი
- 50გ მწვანილი
- 1ს.კ წყალი
- დარბილებული მარგარინი მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ არაჟანი და მანამ ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

- ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მიღებულ მასას.

- სოდა გახსენით ძმარში და დაუმატეთ მასას.

- ფქვილი გაცერით და ნელ-ნელა დაუმატეთ არაჟნიან მასას. შემდეგ გააჩერეთ ნახევარი საათით, რათა მასა ამოფუვდეს.

- გულსართისთვის ქათმის ფილე დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
- ხახვი და კარტოფილი გაასუფთავეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, ხოლო კარტოფილი კუბებად. მწვანილი დაჭერით წვრილად. ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

- ცომი გაყავით 2 ნაწილად (ერთი მათგანი მეორეზე ცოტა დიდი უნდა იყოს). დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ საცხობ ფორმაზე, მეორე ნაწილი კი შეინახეთ გასაფორმებლად.

- ფირველ ფენაზე გადაანაწილეთ გულსართი, ცომის მეორე ნაწილი გადააფარეთ ზემოდან და გააფორმეთ გემოვნებით. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 სათის განმავლობაში.

