ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს და ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
უკვე ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, თუმცა ინსულინის ნემსები არ მჭიდება. რეგულარულად ვიცავ დიეტას - უკვე მივეჩვიე კიდეც. ამასთან ერთად, სხვადასხვა საშუალებას ვიყენებ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ძალიან კარგია ვარდკაჭაჭას ნახარში, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს. მკურნალობის პორველი კურსი რომ ჩავიტარე, მივხვდი, რომ ვარდკაჭაჭა მხოლოდ შაქარს კი არ აწესრიგებს, მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს - უკეთესობა მალე ვიგრძენი.
ვარკაჭაჭა ისევე მოქმედებს, როგორც ლობიოს გამხმარი პარკი, რომლის შესახებაც დიაბეტიანებმა კარგად იციან. თუმცა მე ვარკაჭაჭა უფრო მომიხდა.
ნახარშის მომზადების და გამოყენების წესი:
ნახარშის მოსამზადებლად 2 ს/კ ვარდკაჭაჭას გამხმარ, დანამცეცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 10 - 15 წთ. შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ. ნახარშის მომზადებისას წყლის ნაწილი აორთქლდება. ამიტომ ნახარში ერთ ჭიქამდე უნდა შეავსოთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 5 - 6 - ჯერ დღეში.
თავიდან სუფრის კოვზით ვსვამდი, შემდეგ კი დოზის გარეშე, ჩაივით. ვარკაჭაჭა უვნებელი მცენარეა, ძალიან კარგად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. იმედია, დიაბეტიანები გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს.
ექიმის კომენტარი:
ვარკაჭაჭა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარის ფესვს მართლაც გააჩნია დიაბეტის საწინააღმდეგო ეფექტი: აქვეითებს გლუკოზის შემცველობას სისხლში და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა კი შაქრიანი დიაბეტის თანმდევი პროცესია და საფუძვლად უდევს ამ დაავადების დროს განვითარებულ თითქმის ყველა პათოლოგიურ გამოვლინებას.