უმარტივესი რეცეპტები დიაბეტიანებს, სისხლში შაქრის ნორმაში მოსაყვანად.
შაქრიანი დიაბეტით დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი მიდრეკილება, არარაციონალური კვება ( ტკბილეულის ზედმეტად მიღება ), შრომისა და ყოფა - ცხოვრების მძიმე პირობები, ნერვულ - ფსიქიკური განცდები.
დიაბეტის ტიპიური ნიშნები ჩვეულებრივ გამოიხატება აუტანელ წყურვილში, დაუოკებელ მადაში და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფაში, რომელიც შეიცავს შაქარს, და აგრეთვე სისხლში შაქრის არსებობაში; ზოგჯერ საერთო სისუსტეში, სიგამხდრეში ( ან სიმსუქნეში ), მხედველობის გაუარესებაში, პირის ღრუში რკინის გემოს შეგრძნებაში, ნაჭრილობევის ცუდ შეხორცებაში, კანის ქსოვილში და კანის დაავადებისადმი მიდრეკილებაში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს:

- მზესუმზირის ნახარში, რომელიც ახდენს ორგანიზმში შაქრის ნორმალიზებას:
1 ჭიქა მზესუმზირა გავრეცხოთ, დიდ ( 3 ლიტრიდან - 5 ლიტრამდე ) თერმოსში ჩავყაროთ და დავასხათ ადუღებული წყალი. დავაყენოთ ღამის განმავლობაში, შემდეგ გავწუროთ და ეს ნახარში მთელი დღე ვსვათ, რამდენიც მოგვინდება, მაგრამ არავითარი სხვა სითხე - არც ჩაი, არც რძე, არც კომპოტი ამასთან არ უნდა გამოვიყენოთ. ასე გააგრძელეთ ერთი კვირა. ყოველდღე მოამზადეთ ახალი ნახარში. მერვე დღეს ანალიზი გიჩვენებთ, რომ შაქარი ნორმაში მოვიდა. - შაქრიანიდიაბეტის დროს ლობიოსაც შეუძლია თურმე დახმარება. საერთოდ, თქვენს კვებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საუზმეზე კარგი იქნება მიირთვათ წიწიბურისა და ჰერკულესის ფაფები. წიწიბურის ფაფა, კეფირდასხმული, აქვეითებს შაქარს სისხლში. რაც შეეხება ლობიოს, ქვაბში მოათავსეთ 4 ს/კ ლობიოს დაჭრილი ჭოტები, დაასხით 600 მლ ქაფქაფა ადუღებული წყალი, დაახურეთ სახურავი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 25 წთ. კვლავ დაასხით ადუღებული წყალი პირვანდელ მოცულობამდე და დააყენეთ 5 სთ. მეორე დღეს უნდა შესვათ ეს ნახარში 6 მიღებაზე ას - ასი მილილიტრი 20 წთ - ით ადრე ჭამამდე.