შაქრიან დიაბეტთან ბრძოლა მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია!

შაქრიან დიაბეტთან ბრძოლა მედიკამენტების გარეშეც შესაძლებელია!
უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ბოლო დროს საგრძნობლად გამიუარესდა მხედველობა, რაც ძალიან მაღელვებს, რადგან მკურნალობის შესაძლებლობა არ მაქვს. ნაცნობმა მირჩია, ყოველდღიურად მეჭამა მოცვი ნაყოფი და მესვა მისი ნახარში.

ინგრედიენტები:

  • 4 ს/კ მოცვის ნაყოფი
  • 2,5 ჩ/ჭ წყალი


მომზადების და გამოყენების წესი:
4 ს/კ ნაყოფს უნდა დაასხათ 2,5 ჩ/ჭ წყალი და ადუღოთ 10 წთ, მიიღოთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ჩემდა გასაკვირად, ამასთანავე, ვიგრძენი უკეთესობა კუჭისა და ნაწლავების მუშაობაში ( პერიოდულად მტკიოდა კუჭი და ხშირად მქონდა ფაღარათი ), გამიმუმჯობესდა ვენების მდგომარეობა, აღარც ფეხები მიბუჟდება - ერთი სიტყვით, მთელ ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. ახლა ზამთრისთვისაც მაქვს გამხმარი მოცვი და ვაპირებ, კიდევ ერთი კურსი ჩავიტარო.


ექიმის კომენტარი:

მოცვი მრავალფეროვანი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მის ექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტორული თვისებები: ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ზრდის სისხლძარღვთა კედლების რეზისტენტობას, აუმჯობესებს უჯრედთა მემბრანის გამავალობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. აქვს ატიოქსიდანტური თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მაკრო და მიკროცირკულაციას თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში, განსაკუთრებით კი - თვალის ბადურა გარსის სისხლმომარაგებას. მოცვის ექსტრაქტი აძლიერებს მხედველობის პიგმენტის რეგენერაციას ბადურის ფოტორეცეპტორებში, რაც აუმჯობესებს თვალის ადაპტაციას სიბნელეში, კონტრასტულ მხედველობას და მხედველობის სიმახვილესაც. მოცვის ნაყოფში შემავალი ფლავონოიდები ანთებსაწინააღმდეგოა-ისინი იცავენ კუჭის ლორწოვანას მარილმჟავას მოქმედებისგან მომატებული სიმჟავის შემთხვევაში. მოცვი ეფექტიანია დიარეის ( კუჭის აშლის ) დროსაც. ამიტომ, მოცვის ნაყოფი გამოიყენება ფიტოთერაპიაში მიოპიის, ბადურა გარსის ანთებითი და დეგენერაციული დაავადების დროს ( მათ შორის დიაბეტური რეტინოპათიისას ), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი