ღვიძლის სამკურნალო ეს რეცეპტი მართლაც უებარი აღმოჩნდა ჩემთვის.
წლების განმავლობაში მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი. ვერაფრით ვშველოდი გულისრევას, პირღებინებას, გადიდებული ღვიძლი თითქმის მუდმივად მტკიოდა მარჯვენა ფერდქვეშ. თავს სუსტად ვგრძნობდი, ყველაფერი მეზარებოდა. მცენარეული რეცეპტების წიგნში წავიკითხე, რომ ასეთ მდგომარებაში სასარგებლო იქნებოდა არყის ხის ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ( 200 მლ ) მდუღარე წყალი და 30 წუთი თავდახურული დადგათ. გაცივების შემდეგ გაფილტრეთ დოლბანდში, დაუმატეთ ცოტა ( კოვზის წვერით ) საჭმელი სოდა და სვით 1/4 4 - ჯერ დღეში.
ეს რეცეპტი მართლაც უებარი აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამ მსმენოდა არყის ხის სიკეთეზე, მაგრამ საკუთარ თავზე მიღებულმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - თითქოს მეორედ დავიბადე. ახლა თავს მხნედ ვგრძნობ. ყოველ წელიწადს, ორ - სამ კვირას ვსვამ ამ წამალს. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ.
ექიმის კომენტარი:
არყის ხის ფოთლები და კვირტები შეიცავს ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, კაროტინს, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავებს. არყის ხის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები ზომიერად ნაღველმდენი და შარდმდენია, გააჩნია, აგრეთვე, ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიანთებითი ეფექტი: მოქმედებს ჰელმინთებზე ( ჭიებზე ), ტრიქომონებსა და ლამბლიებზე. არყის ხის წვენი ექსპერიმენტის პირობებში შლის შარდში კენჭებს - უპირატესად იშლება ფოსფატური და კარბონატული წარმოშობის კენჭები, ხოლო ოქსალატური და შარდმჟავა კენჭები უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, ცდით დადგენილია, რომ არყის ხის პრეპარატები ზრდის ორგანიზმის დამცავუნარიანობას, მოქმედებს, როგორც ზოგადგამამაგრებელი საშუალება. კურდღლებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ არყის ხის სოკოს ხსნარი ვენაში შეყვანისას აუმჯობესებს გულ - სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის მუშაობას. მცენარის პრეპარატები ასევე დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, თავის ტვინის ქერქის მუშაობაზე.
მცენარის ნაღველმდენი და ანტიმიკრობული თვისებები გამოიყენება ღვიძლის კომპლექსურ თერაპიაში. ფოთლის ნაყენი ეფექტიანია ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის მსუბუქი ფორმების დროს. ავადმყოფს უმცირდება ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, გადიდებული ღვიძლი პატარავდება.
არყის ხის კვირტები გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებების ( ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალება.
კლინიკურ პრაქტიკაში არყის ხის კვირტების ნაყენს, ნახარშსა და ექსტრაქტს იყენებენ კანის დაავადებების, კერძოდ, ეგზემის სამკურნალოდ. მცენარის პრეპარატებს უნიშნავენ ნევრალგიების, მიოზიტების, ართრიტების დროს, გარეგანი შეზელვისათვის. ისინი რგებს აგრეთვე კანის ჩირქოვან ჭრილობებს, ტროფიკულ წყლულებს, ნაწოლებს.