დედამ ქოლეცისტიტის სამკურნალო უებარი წამალი მასწავლა
წლების განმავლობაში მაწუხებდა გულისრევა, ხშირი პირღებინება და მუცლის ტკივილი. ექიმმა დამიდგინა ნაღვლის ბუშტის ანთბა - ქრონიკული ქოლეცისტიტი. რა თქმა უნდა, დანიშნულებაც მომცა, მაგრამ ხან ვერ მოვიცალე შესასრულებლად, ხან დამეზარა... რაღა ბევრი გაავგრძელო, ერთ მშვენიერ დღეს სოფლად ღორის მსუქანი ხორცი და ნიგვზიანი მხალი მივირთვი, მეორე დღეს კი ნაღვლის ბუშტმა ისე შემომიტია, სიკვდილი მანატრებინა. დედაჩმმა ჯერ თავად მომიმზადა, შემდეგ კი მეც მასწავლა ერთი უებარი საშუალება - არყის ხის ფოთლებისა და კვირტების ნახარში, რომელმაც ძალიან დიდი სამსახური გამიწია.
- ერთ სუფრის კოვზ არყის ფოთოლს ან კვირტს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაში ნახევარი საათი, გააცივეთ და ანადუღარი წყლით ერთ ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
- ღვიძლის დაავადების დროს პირში ჩაიგუბეთ მზესუმზირას ზეთი ( ოღონდ არ გადაყლაპოთ ) და კანფეტივით წუწნეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ზეთი ჯერ გასქელდება, შემდეგ გაწყალდება. ამის შემდეგ პირიდან გადმოღვარეთ. თუ ხსნარი რძესავით თეთრია, მაშასადამე, პროცედურა დასრულებულია. თუ მოყვითალო დაჰკრავს, ნაადრევად გადმოგიღვრიათ და მთელი პროცედურა ხელახლა გაიმეორეთ, ბოლოს კი პირში წყალი გამოივლეთ. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ. ამ დროს ზეთიდან ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს შეიწოვს, ხოლო ორგანიზმიდან ზეთი დაავადებულ მიკროფლორას გამოიტანს.
ესეც ღვიძლისთვის არის კარგი: - დაკრიფეთ ქორფა ვარდკაჭაჭა, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და მიიღეთ დღეში სამჯერ 20-20 გრამი.