ღუმელში შემწვარი ხრაშუნა და ნაზი ყაბაყი: იჭმება მზესუმზირასავით!

ღუმელში შემწვარი ხრაშუნა და ნაზი ყაბაყი: იჭმება მზესუმზირასავით!
fpaparazzi საფანელიანი ყაბაყის რეცეპტს გიზიარებთ. ეს გახლავთ მსუბუქი და ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც თამამად შეუძლია მიირთვან მათაც, ვინც დიეტაზეა.

საჭირო მასალა:

  • ყაბაყი 1 ცალი
  • მდოგვი 1 ს/კ
  • ძმარი 2 ჩ/კ
  • საფანელი 0,5 ჭიქა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • არაჟანი 1 ჭიქა
  • ხახვი 1 თავი
  • თაფლი 2 ჩ/კ
  • მაგარი სახეობის ყველი 100 გ


მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ყაბაყი და მოაჭერით კიდეები.
  2. გაყავით ყაბაყი შუაზე და თითოეული ნაჭერი დაჭერით ვერტიკალურად მოგრძო ჩხირებად.
  3. დაჭერით ხახვი წმინდად და მოხრაკეთ ზეთში.
  4. დააბლენრერეთ მოხრაკული ხახვი, თაფლი, ძმარი, მდოგვი, მარილი და პილპილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. დაუმატეთ არაჟანი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
  6. ცალკე ჯამში საფანელში აურიეთ გახეხილი ყველი და პილპილი.
  7. ყაბაყის ჩხირები ამოავლეთ ჯერ არაჟნის მასაში, შემდეგ საფანელში.
  8. მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოათავსეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ მთლიანად არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!