როგორ მოვამზადოთ ნაზი და წვნიანი ყაბაყი არაჟნის სოუსით?
ამ კერძის მოსამზადებლად ზაფხული იდეალური ვარიანტია, რადგან ყაბაყის ნებისმიერი კერძი არაჩვეულებრივი სადილია ნებისმიერი სუფრისთვის
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ყაბაყი- 1 ცალი
- არაჟანი- 100გ
- ოხრახუში- გემოვნებით
- მარილი- გემოვნებით
- მაგარი ყველი- 70გ
- ნიორი- 1 კბილი
- კამა- გემოვნებით
- ყაბაყი გარეცხეთ, დაჭერით რგოლებად და მოაყარეთ მარილი
- ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, ნიორი კი დაჭყლიტეთ
- ერთმანეთში აურიეთ ყველი, ნიორი და არაჟანი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ მასზე დაჭრილი ყაბაყი, შემდეგ კი არაჟნიანი სოუსი კარგად გადაანაწილეთ ყაბაყის რგოლებზე
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და აცხვეთ ყაბაყი 20 წუთის განმავლობაში.