ქათმის ფილე და ყაბაყი: მათში იმაზე ნაკლები კალორიაა, ვიდრე შენ ფიქრობ! ორიგინალური საზაფხულო კერძი...

ქათმის ფილე და ყაბაყი: მათში იმაზე ნაკლები კალორიაა, ვიდრე შენ ფიქრობ! ორიგინალური საზაფხულო კერძი...
ყაბაყის სეზონზე, რომელიც მთელი ზაფხული გრძელდება, აუცილებელია რამდენიმე კარგი რეცეპტით შევიარაღდეთ. ყაბაყი ქათმით - ერთ-ერთი გამორჩეულია მათგან - გემოს ნამდვილი ზეიმი!

საჭირო მასალა:

  • ქათმის ფილე 400 გ
  • ხახვი 1 თავი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ყაბაყი 2 ცალი
  • არაჟანი 2 ს/კ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. გაატარეთ ქათმის ფილე ხახვთან ერთად. წმინდად დაჭერით ოხრახუში და დაუმატეთ ფარშს მარილთან და პილპილთან ერთად. აურიეთ და გააკეთეთ მისგან მსხვილი ბურთები.
  2. ყაბაყი დაჭერით 1,5 სმ-ის სისქის წრეებად. წამოაცვით ხის ჩხირებზე ხორცის ბურთების მონაცვლეობით.
  3. გახეხეთ ყველი. ცალკე ჯამში არაჟანში აურიეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ოხრახუში. წაუსვით მიღებული მასა ჩხირებზე წამოცმუ ფარშს და ყაბაყის ნაჭრებს და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  4. მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!