ყაბაყის ჩიფსები - გემრიელი და სასარგებლო წასახემსებელი

ყაბაყის ჩიფსები - გემრიელი და სასარგებლო წასახემსებელი
fpaparazzi-ი საკმაოდ უცნაურ რეცეპტს გთავაზობთ. დარწმუნებულები ვართ, ყაბაყის ჩიპსები არასოდეს გაგისინჯავთ.

საჭირო მასალა:
  • ყაბაყი- 2 ცალი
  • კვერცხი- 1 ცალი
  • რძე- 1ს.კ
  • გახეხილი ყველი- გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ორცხობილას საფანელი
  • ნიორი გემოვნებით


მომზადების წესი:
1.ყაბაყი დაჭერით 0,5 სმ-ის ნაჭრებად
2.კვერცხი ათქვიფეთ რძესთან ერთად
3.გახეხილი ყველი აურიეთ დაფხვნილ ორცხობილასთან . დაუმატეთ მარილი, პილპილი და ნიორი.
4.ყაბაყის თითოეული ნაჭერი აურიეთ ათქვეფილ კვერცხსა და გახეხილ ყველში.
5. აცხვეთ ყაბაყის ნაჭრები 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!