მითია თუ რეალობა, რომ ჩაი და ყავა აკმაყოფილებენ ორგანიზმისთვის საჭირო წყლის მოთხოვნილებას
წყლის მნიშვნელობა ყველა ცოცხალი არსებისთვის, ძველებურად, უცვლელია. როდესაც ცოცხალმა არსებებმა წყლიდან ხმელეთზე გადმონაცვლება დაიწყეს და განიცადეს სტრესი, რადგან წყლისგან მოშორებულნი აღმოჩნდნენ, შეიქმნა ორგანიზმში წყლის გამომუშავების და შენახვის სისტემის დახვეწის საჭიროება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანიზზმა დაიწყო ადაპტირება წყლის მუდმივი კარგვისადმი. ფიზიოლოგიურ გაშრობასთან ამგვარი ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს.
მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩაი, ყავა, ალკოჰოლი და ხელოვნური სასმელები აკმაყოფილებენ ორგანიზმისთვის საჭირო სუფთა წყლის მოთხოვნილებას, მით უმეტეს, როდესაც ორგანიზმი ყოველდღიურად განიცდის სტრესს. ეს სასმელები მართლაც შეიცავენ წყალს, მაგრამ კიდევ შეიცავენ გაუწყლოების ხელშემწყობ ნივთიერებებს, როგორიცაა კოფეინი. მათ ორგანიზმიდან გამოჰყავთ წყალი.
როდესაც ადამიანი სვამს ჩაის, ყავას, ან ლუდს, მისი ორგანიზმი თავისუფლდება წყლის იმაზე მეტი რაოდენობისგან, ვიდრე სასმელი შეიცავდა. თუ ასეთი სასმელის შემდეგ გამოყოფილი შარდის მოცულობას გაზომავთ, ის მიღებული სასმელის მოცულობაზე მეტი აღმოჩნდება. ცხელი სასმელების მიღების შემდეგ სითხის გამოყვანის კიდევ ერთი გზა - ოფლიანობის მომატებაა, რათა მოხდეს შიგნიდან გაცხელებული ორგანიზმის გაგრილება.
როდესაც ორგანიზმი გაუწყლოებას იწყებს, რაღაც მომენტამდე მისი ფუნქციის დარღვევა არ აღინიშნება, რადგან მასში ჩადებულია თვითგადარჩენის სარეზერვო თვისება, მაგრამ გაუწყლოების ზრდასთან ერთად, ორგანიზმს აღარ შეუძლია გარკვეული ფუნქციების შესრულება. მოთხოვნილების მიხედვით ყოველი ორგანო იწყებს გარკვეული შეშფოთების ნიშნების მოცემას. იმ დროს, როდესაც ეს ნიშნები ლოკალური წყურვილის სიმპტომებია და მათი მოხსნა შეიძლება მიღებული წყლის რაოდენობის გაზრდით, იწყებენ ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღებას.