კარდიოლოგების მტკიცებით, ჩვენ წყალს არასწორად ვიღებთ. გთავაზობთ სწორ ინსტრუქციას...

კარდიოლოგების მტკიცებით, ჩვენ წყალს არასწორად ვიღებთ. გთავაზობთ სწორ ინსტრუქციას...
''მიიღეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი'' - ამ ტექსტს ჩვენ საკმაოდ ხშირად ვისმენთ, როდესაც საუბარი სწორ და ჯანსაღ კვებაზე მიდის. სინამდვილეში, ზედმეტად დიდი რაოდენობით წყლის მირთმევა არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. ექიმებს მტკიცებით, არაგონივრული რაოდენობით წყლის მიღების შედეგად ჩვენი თირკმელები წარმოუდგენლად დიდ დატვირთვას განიცდის, რაც მომავალში უარყოფითად აისახება მათ ფუნქციონირებაზე.

რა რაოდენობით და როდის მივიღოთ წყალი?

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია. არ არსებობს ნორმა, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება აბსოლიტურად ყველა ჩვენგანისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვისარგებლოთ რეკომენდაციებითა და ინსტრუქციით, რომელთაც გამოცდილი ექიმები გვთავაზობენ.

მაშ ასე, დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ როდის და რა რაოდენობით უნდა მიირთვათ წყალი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს!
  1. დილით, გაღვიძებისთანავე მიირთვით 2 ჭიქა წყალი. ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი განიცდის დეჰიდრარტაციას, რის გამოც აუცილებელია ორგანიზმში წყლის მარაგის შევსება.

  2. ყოველ ჭამამდე 20 წუთით ადრე მიირთვით 1 ჭიქა (200 მლ) წყალი. ასე თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

  3. შეეცადეთ თითოეული ფინჯანი ყავისა და ჩაის კომპენსირებას 1 ჭიქა წყლით. რას ნიშნავს კომპენსირება? ყოველთვის, როდესაც ჩაის ან ყავას მიირთმევთ, დააყოლეთ მას 1 ჭიქა წყალი.

  4. შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს? ექიმების ერთი ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ არ არის რეკომენდირებული წყლის მიღება ჭამის პროცესში, რადგან ამ დროს ნეიტრალდება კუჭის წვენი. რაც შეეხება ექიმების მეორე ნაწილს, მათი მოსაზრებით, ჭამის პროცესში წყლის მიღება უკუჩვენებითია მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კუჭის წვენის მჟავიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

  5. საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვის დროს აუცილებელია ყოველ 20 წუთში ერთხელ 150 მილილიტრი წყლის მიღება.

  6. ღამით, დაძინების წინ რეკომენდირებულია წყლის მიღების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!