არაჩვეულებრივი ტარტი ალუბლისგან - ვერც კი წარმოიდგენდით, თუკი ასეთი გემრიელი დესერტი არსებობდა!
რამდენიმე თვეში ალუბლის სეზონი დაიწყება, ხოლო მანამ ეს გემრიელი რეცეპტი შეინახეთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი 250გ
- კარაქი 100 გ
- კვერცხი 1ცალი
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ.კ
- სახამებელი 3 ს.კ
- არაჟანი 50გ
- შაქარი 150გ
- მარილი მწიკვი
- ალუბალი 600გ
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფქვილი აურიეთ 50გ შაქართან, გამაფხვიერებელთან, მარილთან და კარაქთან ერთად. სწრაფად მოზილეთ მყარი ცომი.
- ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ არაჟანი.
- შეაზილეთ ცომს და შედგით მაცივარში 40 წუთით.
- ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში და ხელით კარგად გადაანაწილეთ.
- ფორმა შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
- ალუბალი გარეცხეთ, მოაშორეთ ყუნწები. აურიეთ შაქართან და დარიჩინთან ერთად და დაუმატეთ სახამებელი.
- ალუბლიანი მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მიიღებთ კისელის მსგავს მასას.
- ბისკვიტი გამოიღეთ ღუნელიდან და მასზე მოათავსეთ ალუბლის გულსართი. შემდეგ კი 20 წუთით კვლავ შედგით ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!