ამის შემდეგ აკროშკას მხოლოდ ამ რეცეპტით მოამზადებთ!
ამ ცნობილი ცივი წვნიანის რეცეპტი ოდავ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. აკროშკა ძირითადად კეფირზე ან ბურახზე მზადდება. ამ რეცეპტით მას არაჟნით მოამზადებთ და ის გვერწმუნეთ არაჩვეულებრივი გამოვა!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 4 ცალი
- მოხარშული ძეხვი 200 გ
- ბოლოკი 6 ცალი
- კამა 1 კონა
- კვერცხი 3 ცალი
- კიტრი 6 ცალი
- მწვანე ხახვი 1 კონა
- წყალი 2 ლ
- არაჟანი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი, გაფცქვენით. ბოლოგი და კამა გარეცხეთ, ძეხვს მოაცალეთ აპკი.
- დაჭერით მომზადებული ინგრედიენტები კუბიკებად, ისე, როგორც სალათა ოლივიესთვის, წმინდად დაჭერით კამა და ხახვი და ყველაფერი ერთად აურიეთ.
- მიღებული მასის ნახევარი გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით ანადუღარი წყალი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
- შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, არეგულირეთ სასურველი კონსისტენცია არაჟნის ან წყლის დამატებით. შემდეგ დაუამტეთ დაჭრილი ინგრედიენტების მეორე
ნახევარი. - გააცივეთ კერძი და გემრიელად მიირთვით!