უგემრიელესი მწვადი ბადრიჯნისგან! ღირს იმად, რომ გასინჯოთ...

უგემრიელესი მწვადი ბადრიჯნისგან! ღირს იმად, რომ გასინჯოთ...
ბადრიჯნის მწვადისთვის სასურველია გამოიყენოთ ბატკნის ხორცი. ბადრიჯანი კი უმჯობესია იყოს საშუალო ზომის. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი ნაკვერჩხალზე იწვება, მისი მომზადება ღუმელშიც შესაძლებელია და არანაკლებ გემრიელი გამოდის.

საჭირო მასალა:
  • ბატკნის ხორცი 1 კგ
  • ზეთი 150 მლ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ბადრიჯანი 1,8 კგ

მომზადების წესი:
  1. დაჭერით ხორცი დაახლოებით 40-50 გრამიან ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ. თითოეულ ბადრიჯანზე გააკეთეთ ღრმა განივი ჩანაჭრელი, ჩაყარეთ მარილი შიგნით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. წვენი, რომელსაც გამოყოფს გადაუწურეთ.

  2. მოათავსეთ ბადრიჯნის შუაგულში ბატკნის ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩამოაცვიეთ ხორციანი ბადრიჯნები ხის ჩხირებზე. წაუსვით გარედან ზეთი.

  3. დააყენეთ ცხაური ღუმელში შუა თაროზე, დაალაგეთ ბადრიჯნის მწვადები, ცხაურის ქვეშ მოათავსეთ ლითონის ფირფიტა, რომელზეც მოაყარეთ ხმელი ორეგანო. შეწვით 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!