უგემრიელესი ბადრიჯნის მომზადების ყველაზე მარტივი რეცეპტი

უგემრიელესი ბადრიჯნის მომზადების ყველაზე მარტივი რეცეპტი
ამ სასარგებლო ბოსტნეულისგან მომზადებული უამრავი კერძი არსებობს. fpaparazzi ამჯერად ყველაზე მარტივ, ხელმისაწვდომ, სწრაფად მოსამზადებელსა და სასარგებლო რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • საშუალო ზომის 3-4 ცალი ბადრიჯანი
  • 4 პომიდორი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი

მომზადება:
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ 1 სმ-ის სიგანის ნაჭრებად.
დაამარილეთ და გააჩერეთ საწურში 30 წუთი, რათა ბოსტნეული თავისივე წვენმა არ გაამწაროს.
შემდეგ გარეცხეთ ის ცივ წყალში და შეამშრალეთ ხელსახოცით.
დაჭერით პამიდორიც წრეებად.
ნიორი დაჭერით წვრილად ან დაჭყლიტეთ.
გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე.
დაალაგეთ დაჭრილი ბადრიჯანი ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერს დაადეთ გახეხილი ნიორი, ზემოდან პამიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, გახეხილი ყველი და შედგით 170-180 გრადუსზე 30-35 წუთით.