ორცხობილა სავოიარდი იტალიური დესერტისთვის- ვამზადებთ თავად

ორცხობილა სავოიარდი იტალიური დესერტისთვის- ვამზადებთ თავად
სავოიარდის ორცხობილებს ტირამისუს მოსამზადებლად იყენებენ. მისი შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ გთავაზობთ მის მომზადებას სახლის პირობებში. ეს ორცხობილა პირველად მე- 15 საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარზე მოამზადეს და დღემდე ძალიან პოპულარულია.
საჭირო მასალა:
  • 3 კვერცხის ცილა
  • შაქრის პუდრა- 30გ
  • ფქვილი- 50გ
  • 2 კვერცხის გული
  • შაქარი- 60გ

მომზადების წესი:
  1. კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ სანამ არ გათეთრდება. დაუმატეთ 30გ შაქარი და მანამ თქვიფეთ სანამ შაქრის კრისტალები არ დადნება.



  2. დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ კვერცხის გულებთან ერთად.

  3. შემდეგ კი ხის ჯოხის დახმარებით ერთი მასა აურიეთ მეორეში. დაუმატეთ ფქვილი.



  4. მიღებული მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და 10 -12 სანტიმეტრიანი ორცხობილები გააკეთეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი საცერის დახმარებით. გააჩერეთ 10- 15 წუთით და დარჩენილი პუდრაც დააყარეთ.



  5. აცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში 190-200 გრადუს ტემპერატურამდე.



გემრიელად მიირთვით.