თქვენი სხეული გაფრთხილებთ: 8 ნიშანი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ინსულტი დაგემართებათ!

თქვენი სხეული გაფრთხილებთ: 8 ნიშანი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ინსულტი დაგემართებათ!
ინსულტი - საშინელი დაავადებაა, რომელმაც შეიძლება არამხოლოდ ასაკოვანი ადამიანები შეაწუხოს, არამდე, ახალგაზრდებიც, რაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება. ეს, როგორც ცნობილია, გახლავთ ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რასაც მოსდევს ნერვული უჯრედების დაზიანება და მოსპობა. სედეგად კი ადამიანს შეიძლება სხეულის ნებისმიერმა ნაწილმა უმტყუნოს, ან დაკარგოს მეხსიერება, ან სულაც ლეტალური შედეგით დასრულდეს.




ინსულტის პირველი ნიშნები




არაფერი ხდება მომენტალურად, და ინსულტის შემთხვევაში ორგანიზმი გიგზავნით მინიშნებებს და გაფრთხილებთ მოახლოებულ საშიშროებაზე. იყავით ყურადღებით, როგორც კი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სიმპტომს შენიშნავთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დამხარება.

მაღალი წნევა



მაღალი წნევა ტვინის სიხლ-ძაღვების დაზიანების ან სევიწროვების მაპროვოცირებელია, ამიტომ, ხსირად უნდა გაიზომოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები, თუ ის მაღალია.

კისრის რიგიდულობა

გარდა გაუმართავი მხრებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვისა, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ერთ-ერთი სისხლძარღვის დახშობასთან. თუ იდაყვით მკერდს ვერ ეხებით, ამასთან თავის ან კისრის ძლიერ ტკივილს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ძლიერი თავის ტკივილი



რა თქმა უნდა, თავის ტკივილის მიზეზი უამრავია, მაგრამ თუ იგი ძლიერია და პულსაციასაც გრზნობთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

სხეულის ერთი ნაწილის დამბლა

ეს გახლავთ ინსულტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. ხშირად ის ძილის წინა ნ ძილის დროს ვლინდება, როდესაც სხეულის რაღაც ნაწილს ვერ გძნობ.

მხედველობის გაუარესება



თუ მხედველობის პრობლემა არ გქონიათ და მოულოდნელად გაგიჩნდათ, ეს შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.

ძლიერი დაღლილობა


ინსულტის წინა პერიოდში ადამიანს ძილის ძლიერი სურვილი ეუფლება, რაც შემდეგ გონების დაკარგვაში გადადის.

მოძრაობის გართულება



ინსულტის წინაპირობა ხშირად კოორდინაციისა და ხელ-ფეხის მოძრაობის პრობლემები გახლავთ. მხრების მოულოდნელი და უჩვეულო ტკივილი მეტყველებს იმაზე, რომ ექიმს უნდა მიმართოთ.

თავბრუსხვევა



თავბრუსხვევასაც მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.