თუ თქვენ ეს შენიშნეთ, იმოქმედეთ დაუყონებლივ! ინსულტრის პირველი ნიშნები.

თუ თქვენ ეს შენიშნეთ, იმოქმედეთ დაუყონებლივ! ინსულტრის პირველი ნიშნები.
ინსულტი - თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას. ინსულტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია: თავის ტვინის კონკრეტული უბნის არასაკმარისი სისხლმომარაგება, ემბოლია, თრომბოზი და ა.შ.

ინსულტის პირველი ნიშნების ცოდნა აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის, რათა დროულად შევძლოთ სწორი დიაგნოზის დასმა და მივამრთოთ სამედიცინო დაწესებულებას იქამდე, სანამ არ დაგვიანდება. ასეთ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია!



ინსუტრის პირველი სიმპტომები:
  1. უცაბედი, აუხსნელი თავის ტკივილი.

  2. კუნთების სისუსტე და სხეულის კონკრეტული უბნების (სახე, ხელები, ფეხები) ანემია.

  3. მხედველობის დარღვევა. შესაძლებელია გაორება თვალებში.

  4. მეტყველების უნარის დაქვეითება.

  5. წონასწორობის დაკარგვა, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება.



თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შენიშნეთ, არავითარ შემთხვევაში გადადოთ ექიმთან ვიზიტი. დროულმა მოქმედებამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას!

პირველადი დახმარება ინსულტის დროს:

  1. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დაუყონებლივ სასწრაფო დახმარების გამოძახება. გახსოვდეთ, ინსულტის დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია! დროულად ამ საქმეში პროფესიონალის ჩარევამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

  2. დარწმუნდით, რომ პაციენტი სუნთქვას. თუ თქვენ სუნთქვის დარღვევა შენიშნეთ, დააწვინეთ ადამიანი გვერდზე და გაუსუფთავეთ მას პირის ღრუ.

  3. გადაიყვანეთ პაციენტი უფრო კომფორტულ ადგილზე. პოპულარული მოსაზრება, რომ ინსულტის დროს ადამიანის გადაადგილება არ შეიძლება, მხოლოდ მითია!

  4. თუ გაქვთ შესაძლებლობა, აუცილებლად გაუზომეთ პაციენტს არტერიული წნევა და ჩაინიშნეთ მაჩვენებლები.



  5. ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდის დაემართა პაციენტს ინსულტი. შეეცადეთ და გაიხსენეთ უკანასკნელი პერიოდი, როდესაც პაციენტს ინსულტის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

  6. არავითარ შემთხვევაში მისცეთ პაციენტს წყალი ან საკვები. ასე მხოლოდ გაამწვავებთ მდგომარეობას.



  7. გარდა საკვებისა და წყლისა, არავითარ შემთხვევაში მისცეთ პაციენტს რაიმე სახის პრეპარატი.

  8. არტერიული წნევის დაწევა არ არის რეკომენდირებული. მომატებული წნევა ინსულტის პირველ საათებში - ნორმა, რომელიც თავის ტვინის ადაპტაციას უკავშირდება.

    ინსულტის განვითარებიდან პირველი 3 სათის განმავლობაში პაციენტს უტარდება გადაუდებელი თერაპია - თრომბოლიზისი. ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატი შედედებული სისხლის დასაშლელად, რომელიც თავის ტვინის არტერიას ბლოკავდა. სწორედ აქედან გამომდინარე, დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მოქმედება ძალზედ მნიშვნელოვანია!

    იზრუნეთ თქვენ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!