ჩუმი ინსულტი: პრობლემა რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი გვრჩება.

ჩუმი ინსულტი: პრობლემა რომელიც ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველი გვრჩება.
ინსულტის დროს თავის ტვინის ერთ-ერთი სისხლძარღვის გაწყვეტა ხდება (ჰემორაგიული ინსულტი) ან მისი გამტარობის დარღვევა (იშემიური ინსულტი). შედეგად კი ტვინის ნაწილს სისხლის მიწოდება ეზღუდება.

ჩუმი ინსულტის დროს სისხლის მიმოქცევა ირღვევა თავის ტვინის იმ განყოფილებებში, რომლებიც სასიცოცხლო ფუნქციებზე არ არიან პასუხისმგებელნი (მოძრაობა მეტყველება). როდესაც ასეთი რამ ხდება, სიმპტომატიკა არ აიღნიშნება ან იმდენად შეუმჩნეველია, რომ ხალხი მას ყურადღებას უბრალოდ არ აქცევს.

თუმცა კრიტიკული სურათის არარსებობის შემთხვევაშიც კი "ჩუმი ინსულტი" შესაძლოა სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს, რომელიც საბოლოო ჯამში მეხსიერების დარღვევამდე ან დემენციამდე მიგვიყვანს. ასევე იზრდება იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის რისკიც.


საგანგაშო სტატისტიკა
გამოკვლევები საგანგაშო ციფრების დემონსტირებას ახდენენ: აშშ-ში ყოველწლიურად, დაახლოებით 12 მილიონამდე ინსულტის შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 11 მილიონი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც წესი ისინი შეუმჩნეველი არიან, თუმცა ჩუმი ინსულტის მიერ გამოწვეული დაზიანების დიაგნოსტირება შესაძლოა მოხდეს MPT ან სხვა ვიზუალური გამოკვლევებით. გამოკვლევები რომლებიც ინსულტის ისტორიის გარეში მყოფი შუახნის ასაკის ადამიანებს სწავლობდენ გვაჩვენებს, რომ მათ 10%-ს აღეღნიშნება თავის ტვინის დაზიანების ნიშნები, რაც ინსულტისთვის არის დამახასიათებელი.




როგორ შეიძლება დავიცვათ თავი?
თქვენ შეგიძლიათ გარკვეული ზომების მიღება ინსულტის რისკის სესამცირებლად:
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა
  • შინარჩუნეთ სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონე
  • გააკონტროლეთ სისხლში გლიკოზის დონე
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება
  • დაკავდით ფიზიკური აქტივობით
  • გაამდიდღეთ თქვენი რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეული კულტურით. უარი თქვით ცხიმის ჭარბად შემცველ პროდუქტებზე, შაქარზე,მარილზე.
  • თუ თქვენ ჭარბი წონა გაწუხებთ, დაიკელით ზედმეტი კილოგრამები და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური მასა.
  • მიმართეთ ექიმს ინსულტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში (თაბრუსხვევა, კუნთოვანი კოორდინაციის დარღვევა, დაბინდული გონება, მხედველობის დარღვევა)

სტატიის წყარო:WebMD, Whole Health Insider, White Mountain Independent