გულის შეტევამდე რამდენიმე კვირით ადრე სხეული ამ 6 გამაფრთხილებელ ნიშანს იძლევა!

გულის შეტევამდე რამდენიმე კვირით ადრე სხეული ამ 6 გამაფრთხილებელ ნიშანს იძლევა!
გულის დაავადებები - მსოფლიოში სიკვდილიანობი მთავარი მიზეზია: ლეტალური შედეგების 25% სწორედ ამ მიზეზით ხდება. მიუხედავად ამისა, გულ-სისხლძაღვთა დაავადებების 90%-ის დროულად შეჩერება არის შესაძლებელი სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვების დახმარებით, ასევე, მავნე ჩვევების გადაგდებით.

ინფარქტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან მოულოდნელად ხდება. გარდა ამისა, ინფარქტების 20% სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ეს გახლავთ ე.წ. ”ჩუმი” ინფარქტი, რომელიც ძალიან აზიანებს ჯანმრთელობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ სიმპტომების შესახებ, რომლებიც გაფრთხილებთ შესაძლო გულის შეტევაზე.

1. წნევა მკერდის არეში

არასოდეს მოახდინოთ მკერდის არეში წნევის ან ტკივილის იგნორირება. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ გულის პრობლემები გაქვთ და სასწრაფო მკურნალობა გესაჭიროებათ. ხშირი ტკივილები ნიშანია იმისა, რომ გულის შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაგემართოთ. თუ ტკივილი ხელებზე, ზურგზე და კისერზე ვრცელდება - აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!

2. ჰაერის უკმარისობა


გული და ფილტვები ტანდემში მუშაობენ, ამიტომ ერთ-ერთ ორგანოში მუშაობის დარღვევა მეორეშიც პრობლემებს იწვევს. არტერიების შევიწროვება სისხლის ნორმალურ მიწოდებას ხელს უშლის. შედეგად, ფილტვებს ცოტა ოდენობით სისხლი მიეწოდება და სული გეხუთებათ.

3 უმიზეზო დაღლილობა

თუ დაღლილი იღვიძებთ და ძალები არ გყოფნით ჩვეული სამუშაოს შესასრულებლად, ეს შესაძლოა მოსალოდნელი გულის შეტევის მანიშნებელი იყოს. ამ დროს გული გაცილებით ძლიერად მუშაობს, რათა სისხლი დატუმბოს.

4. გრიპისა და გაციების სიმპტომები

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პაციენტების უმეტესობა, რომლებმაც ინფარქტი გადაიტანეს, ამტკიცებენ, რომ გრიპისა და გაციების სიმპტომები ჰქონდათ.

5. ცივი ოფლი

ცივი ოფლი - გულის შეტევის გავრცელებული სიმპტომია. ეს იმას ნიშნავს, რომ გულს საკმარისი რაოდენობით ჯანგბადით გაჯერებული სისხლი არ მიეწოდება. ტვინსაც აწუხებს ჟანგბადის უკმარისობა, გებინდება გონება და შუბლზე ცივი ოფლი ჩნდება.

6. ხასიათის ცვლილება

უმიზეზო შიშები - ჟანგბადის უკმარისობის ნიშანია. თუ ხასიათი ხშირად გცევლებათ, შესაძლოა, ორგანიზმი ინფარქტის დადგომაზე გაფრთხილებთ.

რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები ცალკე აღებული, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გულის შეტევა დაგემართებათ. თუმცა, მათი დახმარებით ორგანიზმი გიგზავნით გაფრთხილებებს და დახმარებას გთხოვთ. მოუსმინეთ მათ და იყავით ჯანმრთელი!