გამომცხვარი ყაბაყი- კერძი, რომელიც უდავო პოპულარობით სარგებლობს
ეს კერძი ძალიან სწრაფად მზადდება, არომატულია და ძალიან გემრიელი.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ყაბაყი- 4 ცალი
- მარილი- 1ჩ.კ
- ბაზილიკი- გემოვნებით
- მაგარი ყველი- 100გ
- მწვანე ხახვი- გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი- 50 მგ
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
- ნიორი- 1 კბილი
- ბეკონი- 100გ
- ყაბაყი ისე დაჭერით, რომ გარმონივით ფორმა ჰქონდეს- ანუ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შემდეგ კი გადაიტანეთ ფოლგადაფენილ საცხობ ფორმაზე.
- ნიორი დაჭყლიტეთ, აურიეთ ზეითუნის ზეთთან. დაუმატეთ მარილი და სუნელები. მიღებული მასით დანამეთ ყაბაყი და აცხვეთ 30 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- ყველი გახეხეთ, ბეკონი დაჭერით წვრილად. მწვანილი დააქუცმაცეთ. ეს ყველაფერი თანაბრად გადაანაწილეთ ყაბაყზე და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთის განმვლობაში.