მას საპონი ტომსიკაში მოათავსა და ბაღში ჩამოჰკიდა. შედეგმა კი უმალვე გაახარა

მას საპონი ტომსიკაში მოათავსა და ბაღში ჩამოჰკიდა. შედეგმა კი უმალვე გაახარა
ბაღში მცენარეების დასამუშავებელი თანამედროვე პრეპარატები არც თუ ისე უსაფრთხოა. მომწიფება დაწყებულ მოსავალს ქიმიური საშუალებებით ვერც დაამუშავებ. ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ შინაურის აშუალებები, რომლებიც წლებითაა გამოცდილი, უსაფრთხო და ეფექტურია. ერთ-ერთი მათგანი კი არის კოსმეტიკური საპონი.



საპონი ბოსტანში

იმისათვის, რომ ბაღი დაიცვათ პატარა და დიდი მავნებლებისგან, დაგჭირდებათ:


  • რამდენიმე საპონი
  • ნაჭერი ან მზა ტომსიკები
  • დანა
  • სტეპლერი
  • ხის სარები



მუშაობის მსვლელობა

დაჭერით საპონი მსხვილად და მოათავსეთ ტომსიკებში.



დაამაგრეთ ტომსიკები სტეპლერით. ნუ გაავსებთ ბოლომდე საპნით, მისი სუნი კარგად უნდა გავრცელდეს.



ჩაარჭვეთ მთელ პერიმეტრზე სარები, დაამაგრეთ მათზე ტომსიკები.



დარჩენილი საპონი შეგიძლიათ დაფხვნათ და მოაყაროთ ნიადაგს, დამატებითი დაცვისთვის.



ეს სუნი გააღიზიანებს მავნებლებს, წვიმის დროს კი გაძლიერდება. მით უკეთესი!



გახსოვდეთ, რომ საპონი რეგულარულად უნდა გამოცვალოთ. მიაქციეთ ყურადღება არომატულ მაგარ საპონს - სწორედ მას აქვს მაქსიმალური ეფექტი.



ამ საშუალების უპირატესობა - მის ნატურალურობაშია. საპონი არ ტოვებს მცენარეებზე, ხილსა და ბოსტნეულზე საზიანო ნივთიერებებს. თანაც ცხოველებისთვისაც უვნებელია, რომელთა დაფრთხობასაც აპირებთ.



ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ მას შემდეგ, რაც მოდაში კვლავ შემოვიდა ორგანული მიწათმოქმედება.