სამკურნალო ბალახეული საპონი საკუთარი ხელით

სამკურნალო ბალახეული საპონი საკუთარი ხელით
სამკურნალო ბალახეული საპონი საკუთარი ხელით
ინგრედიენტები:
  • ბავშვთა საპონი
  • 250გ ჭინჭრის, სალბის, გვირილის და ოხრახუშის ნახარში.
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი.
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • ნახევარი ჩაის კოვზი ვიტამინი E
  • ნახევარი ჩაის კოვზი ვიტამინი A
  • პიტნის ზეთის 5 წვეთი



დამზადების წესი:
1. საპონი უნდა გააცხელოთ, შემდეგ კი დაუმატოთ ზეითუნის და აბუსალათინის ზეთი, ბალახეული ნახარში და ყველა ეს ინგრედიენტი გაადნოთ წყლის აბაზანით.
2. შემდეგ დაუმატეთ თაფლი, ვიტამინები და პიტნის ზეთი
3. გადაურიეთ ნაზავს და გადმოდგით ცეცხლიდან.
4. მოათავსეთ საპონი თქვენთვის სასურველ საცავში


საპნისთვის ფერის მისაცემად გამოიყენეთ შემდეგი ბუნებრივი წარმოშობის საღებავები:
კრემისფერი: რძე
ყვითელი: ზაფრანა, გვირილა ყვავილები, გულყვითელა ფოთლები,
სტაფილოსფერი: აპლიპიხის ზეთი, სტაფილო, კვახი.
ვარდისფერი ან წითელი: წითელი თიხა, ჭარხალი, ვარდისფერი თიხა.
მწვანე: კიტრი, წყალმცენარეები, სპირულინა, სალბი, ისპანახი, გამხმარი ოხრახუში ან კამა.
ყავისფერი: დარიჩინი, მიხაკი, კაკაო, ყავის ნალექი ან დაფქული მარცვლები, შოკოლადი, დამწვარი შაქარი.