საუზმე და ვახშამი ამ უგემრიელესი კოქტეილით ჩავანაცვლე. კვირაში 3 კგ-ს დაკლება გარანტირებულია.
როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას, მეც მინდა ვიყო ფორმაში, განსაკუთრებით კი ზღვის სეზონისათვის. სამწუხაროდ, არსებობს პერიოდები, როდესაც ზედმეტი კილოგრამები და ცხიმები საოცარი სისწრაფით ლაგდება სხეულის პრობლემურ ზონებში, რაც თითოეულ ადამიანს უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის.
პრობლემა იმაშია, რომ მე არ გამაჩნია მკაცრი დიეტების დაცვის უნარი, თანაც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და პატარ-პატარა ექსპერიმენტების ჩატარება. სწორედ ამიტომ, დავიწყე ისეთი საშუალების მოძიება, რომელიც შიმშილის გარეშე შემიწყობდა ხელს ჩემთვის საოცნებო ფიგურის მოპოვებაში. დღეს სწორედ ამ საშუალების შესახებ მოგითხრობთ.
საბედნიეროდ, ხილ-ბოსტნეულის სეზონზე ფორმაში ჩადგომა გაცილებით იოლია, რადგან დაბალკალორიული, სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები პროდუქტები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება.
მარწყვი წონის დასაკლებად
მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც ამ კენკრის მიმართ გულგრილობით გამოირჩევა? პირადად მე შემიძლია მივირთვა ეს საოცრად გემრიელი, არომატული და წვნიანი პროდუქტი განუსაზღვრელი რაოდენობით, თანაც ყოველგვარი დანამატების გარეშე (შაქარი, არაჟანი, ნაყინი და ა.შ.).
გარდა ამ თვისებებისა, ძალიან რთულია ჩვენს სხეულში ისეთი ორგანოს დასახელება, რომელზეც მარწყვს დადებითი გავლენა არ აქვს. უმდიდრესი და უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მარწყვი არაჩვეულებრივია თვალების, გულისა და ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. მეტიც, მოცემული პროდუქტი აძლიერებს იმუნურ სისტებას და არეგულირებს ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას. ცნობისთვის, 100 გრამ მარწყვში მხოლოდ 30 კილოკალორიაა, რაც განსაკუთრებით მახარებს.
ზღვის სეზონისთვის შვებულების აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც გასახდომი უნივერსალური საშუალების ძებნაში ვიყავი, მივაგენი ერთ გასაოცარ კოქტეილს, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც მარწყვი წარმოადგენს. ის ხანგრძლივი დროით გვანიჭებს სინაყრის განცდას, ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ა.შ.
მარწყვის კოქტეილი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მოცემული 1 ჭიქა კოქტეილით საუზმისა და ვახშმის ჩანაცვლების შედეგად 1 კვირაში 3 კილოგრამის დაკლება შევძელი, თანაც ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. თქვენი საუზმე და ვახშამი უნდა შედგებოდეს მხოლოდ მარწყვის ამ კოქტეილისგან, ხოლო სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ რაც გაგეხარდებათ (რა თქმა უნდა, გარდა მაღალკალორიული პროდუქტებისა) და დააყოლოთ ცოცხალი მარწყვი.
გამოიყენეთ წელიწადის ეს შესანიშნავი სეზონი თქვენს სასიკეთოდ და დაიწყეთ საკუთარ ფიგურაზე ზრუნვა დღეიდანვე, რათა ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით მეგობრები სასიამოვნოდ გააოცოთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- 300 მლ კეფირი ან იოგურტი დანამატების გარეშე;
- 3-4 ს.კ. სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი, რომელსაც არ სჭირდება ხარშვა;
- 5-6 ცალი მარწყვი.
მომზადების წესი:
- შვრიის ფანტელს დაასხით კეფირი და გააჩერეთ 5-7 წუთი.
- მარწყვი კარგად გარეცხეთ. 5 ცალი კენკრა დასრისეთ ჩანგლით ან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.
- მიღებული მასა ჩაამატეთ კეფირისა და შვრიის ფანტელების ნარევში.
- დარჩენილი 2 მთელი ნაყოფით მორთეთ მიღებული უგემრიელესი კოქტეილი.
- გემრიელად მიირთვით!