როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა გამყიდველმა გამიზიარა...
ზაფხული არა მხოლოდ წელიწადის ყველაზე მშვენიერი, არამედ გემრიელი სეზონია. გიყვართ ახალი კარტოფილი? დამეთანხმებით, რომ მას საოცარი გემო აქვს და იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ კერძზე უარს ამბობს. საოცრად გემრიელი და არომატული კერძის მომზადებამდე აუცილებელია სასარგებლო ნაყოფის სწორად შერჩევა, რასაც გარკვეული ცოდნა სჭირდება.
ყველაზე კარგი ვარიანტი, რა თქმა უნდა, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი კარტოფილია, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ამის საშუალება. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა ამოარჩიოთ ახალი კარტოფილი.
როგორ ამოვარჩიოთ გემრიელი და სასარგებლო ახალი კარტოფილი?
ყველაზე კარგი ვარიანტი, რა თქმა უნდა, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი კარტოფილია, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ამის საშუალება. ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა ამოარჩიოთ ახალი კარტოფილი.
როგორ ამოვარჩიოთ გემრიელი და სასარგებლო ახალი კარტოფილი?
- ბოლქვების აღნაგობითვე მიხვდებით, როგორია კარტოფილი სასარგებლოა, თუ მავნე ნივთიერებებითაა გაჯერებული. ბოლქვი უნდა იყოს მთლიანი, სწორი, ერთფეროვანი, მყარი. ამ ყველაფერის შენიშნვა მარტივია შეუიარაღებელი თვალითაც.
- შავი ლაქები და პატარა წერტილებიც კი პირდაპირი ნიშანია ფიტოფტორის მცენარის დაავადებისა. ასეთი კარტოფილის შეძენა იმ შემთხვევაშიც კი არ ღირს, თუ უამრავ კარტოფილში მხოლოდ ერთია ასეთი დეფექტით სხვა ბოლქვებს დაავადება შესაძლებელია შიდა მხარეს ჰქონდეს.
- უკეთესია, შეიძინოთ საშუალო ზომის ბოლქვები, დიდი კარტოფილი ხომ, თავისთავად, ნიტრატებითაა გაჯერებული, ძალიან პატარები კი გასარჩევად მოუხერხებელია.
- მწვანე კარტოფილი არ არის მოუმწიფებელი. მისი მოხმარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას, სოლანინს, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
- ეცადეთ ფრჩხილით ამოჩიჩქნოთ ბოლქვი, თუ ამ ღრმულში წყალი ჩადგა, ესეიგი კარტოფილს გულუხვად აჯერებდნენ ნიტრატებით.
- კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია კარტოფილის ჩამოჭრა თუ თქვენ ხრაშუნი გაიგონეთ, ესეიგი ის ხარისხიანია. თუ კარტოფილი რბილია, ესეიგი ის ხელოვნურადაა მოყვანილი.
- თუ ახალი კარტოფილი დიდხანს იხარშება, ან მომზადებისას უჩვეულო სუნია, ასეთი კარტოფილის მიღება არ ღირს.