დიეტური მაიონეზი კვერცხისა და ძმრის გარეშე 30 წამში! ყველაზე გავრცელებული სოუსის ელემენტარული რეცეპტი.

დიეტური მაიონეზი კვერცხისა და ძმრის გარეშე 30 წამში! ყველაზე გავრცელებული სოუსის ელემენტარული რეცეპტი.
fpaparazzi გთავაზობთ შინაური მაიონეზის რეცეპტს, რომელიც არ ავნებს თქვენს წონას და ამასთან ძალიან გემრიელია. ამასთან წამებში მზადდება.

საჭირო მასალა:
  • ზეთი 200 მლ
  • მდოგვი 1 ჩ/კ
  • მარილი 0,5 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი 2 ს/კ
  • ნივრის ფხვნილი 0,35 ჩ/კ
  • რძე 100 მლ

მომზადების წესი:
  1. ჩაასხით ბლენდერის ჭიქაში ოთახის ტემპერატურის რძე, დაუმატეთ ზეთი და დააბლენდერეთ.
  2. დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და ნივრის ფხვნილი.
  3. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება.
  4. სულ ეს არის! გემრიელი შინაური მაიონეზი მზად არის..

გემრიელად მიირთვით!