შინ მომზადებული მაიონეზი კვერცხის გარეშე 5 წუთში
fpaparazzi გირჩევთ, მოერიდოთ ნაყიდ მაიონეზს და შინ, თავად მოამზადოთ ის, მით უმეტს, რომ 5 წუთში მზადდება. ინახება მაცივარში 10 დღის განმავლობაში.
საჭირო მასალა:
მომზადება:
საჭირო მასალა:
- 150 მლ რძე
- 300 მლ ზეთი
- 1 ს/კ მდოგვი
- 2-3 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ მარილი (ან გემოვნებით)
მომზადება:
- რძე და ზეთი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის!
- ორივე ინგრედიენტი დააბლენდერეთ 1 წუთის განმავლობაში მაღრლ სიჩქარეზე.
- დაუმატეთ მარილი, ლიმონის წვენი (შეგიძლიათ ძმარიც) და მდოგვი. თქვიფეთ იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება.
- 0,5 ლ მაიონეზი მზად გაქვთ!