ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი მაიონეზის რეცეპტი

ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი მაიონეზის რეცეპტი
საახალწლო სუფრისთვის მაიონეზი აუცილებლად დაგჭირდებათ. fpaparazzi გირჩევთ, თავად მოამზადოთ მაიონეზი და მოერიდოთ ნაყიდ პროდუქტს.

საჭირო მასალა:
  • 1 კვერცხი
  • 250 მლ ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1/3 ჩ/კ მარილი


მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ 0,5 ლ-იან ქილაში და ხელი ბლენდერით დააბლენდერეთ. ეცადეთ, რომ კვერცხის გული ბლენდერის შუა გულში მოხვდეს. ათქვიფეთ კარგად.
2. თუ პროვანსალი გნებავთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ მდოგვი. თუ ტარტარი - დაუმატეთ 1 კბილი ნიორი და წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი.
გემრიელად მიირთვით!