კარტოფილის ტარტი ბეკონითა და ყველით- მსგავსი გემრიელი კერძი არასოდეს გაგისინჯავთ
თუკი რაიმე გემრიელის მომზადება და სტუმრების გაოცება გსურთ, გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ეს კერძი- ნამდვილად დაიმსახურებთ ოჯახის წევრებისა და სტუმრების აღფრთოვანებას.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ბეკონი- 0,5 კგ
- ჩედერი- 400გ
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- კარტოფილი- 5 ცალი
- მარილი- გემოვნებით
- ბეკონი დაჭერით წვრილ ნაჭრებად. საბოლოო ჯამში 45 ნაჭერზე ნაკლები არ უნდა გამოგივიდეთ
- დაჭრილი ბეკონი დააწყვეთ მრგვალი დიამეტრის მქონე საცხობ ფორმაზე.
- კარტოფილი დაჭერით ძალიან თხელ რგოლებად. მოაწყვეთ დაჭრილი ნაჭრები ბეკონის ფენას ისე რომ, მთლიანად დაფაროს.
- წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და მოაყარეთ კარტოფილის ფენას. შემდეგ კი დაუმატეთ შავი წიწაკა გემოვნებით.
- შემდეგ ფენად კვლავ კარტოფილი დააწყვეთ და კვლავ ყველი მოაყარეთ და ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ინგრედიენტები არ გათავდება.ბოლო ფენად კვლავ დაჭრილი ბეკონი დაალაგეთ.
- საცხობი ფორმა შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში.