აი, რატომ გინდებათ მოწევა საშინლად, ალკოჰოლის მიღებისას

აი, რატომ გინდებათ მოწევა საშინლად, ალკოჰოლის მიღებისას
საკმარისია, თითო-ორი ჭიქა დალიოთ, და გეჩვენებათ, რომ ბარში მყოფი მწეველები ცხოვრებისგან თქვენზე მეტ სიამოვნებას იღებენ. საშინლად გინდებათ მოწევა, მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ დაანებეთ თავი.

ნაცნობი სიტუაციაა?

ალკოჰოლის მიღების შემდეგ მოწევის სურვილი არ უკავშირდება სუსტ ნებისყოფას ან სიმთვრალეს, სინამდვილეში, ამას მეცნიერული ახსნა აქვს.
ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, წარსულში ნიკოტინის მოხმარება მეხსიერებაში დაილექა, მეორეც, შეგიმცირდათ დოფამინის დონე.
როგორ იმოქმედა ნიკოტინმა მეხსიერებაზე? 2009 წელს ექიმმა ჯონ დანიმ და მისმა გუნდმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა დაედგინათ, როგორ უფორებს ნიკოტინი თაგვებს მეხსიერებას.

”მარილის სხნარის ინიექციებთან შედარებით, ნიკოტინი ამაგრებს ნეირონულ კავშირებს 200%-ით მეტად - ამბობს ექიმი დანი. - ამ კავშირების გამაგრება კი ახალ მოგონებებს აფორმირებს.”

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც სვამდით და ეწეოდით, სასიამოვნო მოგონებების ფორმირება მოხდა. და როდესაც ეს მოგონებები აქტიურდება, გსურთ ნიკოტინის დოზის მიღება - რაც სრულიად თვალნათელია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ეს წმინდა წყლის ბიოქიმიაა.
გარდა ამისა, ნიკოტინი და ალკოჰოლი ასტიმულირებს ტვინში დოფამინის გამომუშავებას. დოფამინი კი ნეირომედიატორია, რომელიც ტვინის სიამოვნების ცენტრში ხვდება პირდაპირ. ანუ, ალკოჰოლი და სიგარეტი გაბედნიერებთ.

ამიტომ, ლოგიკურია, ივარაუდოთ, რომ თუ ერთდოულად მოწევთ და დალევთ, უფრო ბედნიერი გახდებით, არა?

სულაც არა! სინამდვილეში, ასეთ შემთხვევაში დოფამინის დონე ეცემა, და დიდ სტრესს განიცდით. და როგორც ექიმმა დანიმ დაადგინა, ადამიანები იწყებენ მეტ დალევასა და მოწევას, რათა დოფამინის დონე აამაღლონ. ასე რომ, ეს გახლავთ შეკრული წრე - გეჩვენებათ, რომ მოწევა და დალევა გაგაბედნიერებთ, მაგრამ ასე არ ხდება, ამიტომ სულ უფრო მეტს სვამთ და ეწევით.

მოკლედ, უმჯობესია, საერთოდ არ დაიწყოთ მოწევა.