ზურგის ტკივილებს მარტივად მოგიხსნით ეს სამკურნალო საშუალებები!
ყოველმა ადამიანმა, რომელმაც 30 - 40 წელი იცხოვრა, იცის რა არის ზურგის მიდამოს ტკივილი. ის შეიძლება წარმოიშვას სიმძიმის აწევის, ტრავმის, ძლიერი გადაცივების დროს. ამგვარი ტკივილისაგან თავის დაღწევა ხშირად არ არის ადვილი, მაგრამ მწვავე ტკივილის შეტევა შეიძლება შევასუსტოთ ან ავიცილოთ თავიდან, თუ სპეციალისტების რეკომენდაციებს შევასრულებთ:
- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ზურგის ტკივილის გამოვლენისას, - ესაა საწოლში ჩაწოლა. საწოლი არ უნდა იყოს ძალიან რბილი, უკეთესია მაგარ ლეიბზე ძილი.
- მწვავე ტკივილის შეტევის დროს მტკივან ადგილზე დაადეთ ყინულიანი ტომსიკა და ზილეთ ეს ადგილი 5 - 7 წუთის განმავლობაში. პროცედურა უნდა გააკეთოთ ერთხელ დღეში, 2 - 3 დღის განმავლობაში.
- ყინულით ორდღიანი მკურნალობის შემდეგ აუცილებლად გადადით სითბოთი მკურნალობაზე. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ ელექტროსათბურა, ტომსიკა ცხელი მარილით ან ქვიშით. ცხელი კომპრესები.
- ტკივილის მოსახსენლად შეიძლება მოსინჯოთ მკურნალობის კონტრასტული მეთოდი: დაადეთ მტკივან ადგილზე 30 წუთით ყინულიანი ტომსიკა, შემდეგ შეცვალეთ იგი ცხელი ქვიშიანი ტომსიკით. ეს უნდა გააკეთოთ ზედიზედ 2 - 3 - ჯერ.
- თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ტკივილები ზურგის მიდამოში, მაშინ საწოლიდან ადგომისას ეცადეთ არ დაიძაბოთ ძლიერად, რომ ტკივილი არ გაძლიერდეს, უბრალოდ "გადმოგორდით" საწოლიდან ნელა და ფრთხილად.
- ეცადეთ იძინოთ ემბრიონის პოზაში ან ასო "S" - ის სახით. უმეტესად, ეს მოხერხებული პოზაა ავადმყოფთათვის, რომელთაც აწუხებთ ხერხემლის დაავადებები.
- როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მიიღეთ წნორის ქერქის ნაყენი ( 100 - 100 მლ 3 - 4 - ჯერ დღეში ) ან წნორის გამხმარი ქერქის ფხვნილი თითო გრამი ( დანის წვერით ).
არ შეიძლება წნორის ქერქის გამოიყენება იმ ავადმყოფთა მიერ, რომელთაც აწუხებთ კუჭის წყლულოვანი დაავადება!