თუ მარილები გაწუხებთ, ფეხები გისივდებათ და გტკივათ აუცილებლად შეიზილეთ ეს ნახარში!
ხშირად ამობობენ, ადამიანი მარილების ჩალაგებით ავადმყოფობსო. მედიცინაში ასეთი სახელწოდების დაავადება ცალკე, დამოუკიდებელი სახით არ არის ცნობილი. მაგრამ ადამიანის ქსოვილებში უხსნადი მარილების ჩალაგება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული ( გადაგვარებით ) დაავადების - ართროზის დროს.
ხალხური სამკურნალო საშუალებები მარილების დაგროვების დროს:
ხალხური სამკურნალო საშუალებები მარილების დაგროვების დროს:
- მარილების, პოდაგრის დროს გვირჩევენ ვიხმაროთ შემდეგი საშუალება: ერთი კვერცხის ცილა გათქვიფეთ, დაუმატეთ დანის წვერით ლიმონის მჟავა, წაუსვით ტილოს ნაჭერს და დაიდეთ მტკივან ადგილას, ზემოდან გადაიხვიეთ თბილად.
- მარილების დაგროვების დროს გვირჩევენ დავამზადოთ ნახარში შემდეგი შემადგენლობით: ემალის ქვაბში მოათავსეთ გაფცქვნილი შუაზე გაჭრილი 1 კგ ხახვი, გახეხილი 1 კგ სტაფილო და 0,5 კგ ქიშმიში, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი. ნელ ცეცხლზე ადუღეთ და დაიყვანეთ 1 ლიტრამდე. შეაგრილეთ, გაწურეთ, მთლიანი დოზა დღის განმავლობაში მიიღეთ ულუფებით. იმ დღეს საკვები და სითხე არ მიიღოთ.
- მარილების დაგროვების დროს სასარგებლოა დაფნის ფოთოლი ნახარშის მიღება. 10 - 15 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ შეფუთეთ და გააჩერეთ გაცივებამდე. მიიღეთ დღის განმავლობაში ყლუპობით. ერთი კვირა შეისვენეთ, შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ.
- მარილების საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია აგრეთვე შემდეგი საშუალება: ერთი კილოგრამი ლიმონი გაფცქვენით. წვენი გამოწურეთ, ხოლო კანი გაატარეთ ხორცსაკეპში, 250 გრ ნიორთან ერთად. გამზადებული მასა ლიმონის წვენთან ერთად მოათავსეთ ემალის ქვაბში. დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გააცივეთ და გაწურეთ ორფენა მარლაში. წვენს შეურიეთ 100 გრ თაფლი და 100 გრ სპირტი. გამზადებული ხსნარი ჩაასხით ქილაში, თავი მოუკარით და შეინახეთ გრილ ადგილას. მიიღეთ დღის განმავლობაში 100 გრ სამ ულუფად.
- თუ ფეხები გისივდებათ ამასთანავე ერთად გაწუხებთ ტკივილები, დილა - საღამოს შეიზილეთ ნივრის ნახარში და თან გაიკეთეთ ხუთწუთიანი მასაჟი. 1 - 2 კვირის შემდეგ ტკივილები ნაკლებად შეგაწუხებთ, ხოლო ერთი თვის შემდეგ მთლიანად მოგეხსნებათ და შეშუპება გაქრება. ნივრის ნახარშს შემდეგნაირად მოამზადებთ: ერთი სუფრის კოვზ დანაყილ ნიორს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთი. გააცივეთ და გაწურეთ ოთხფენა მარლაში. ჩაასხით ბოთლში და შეინახეთ გრილ ადგილას.