ამერიკელი მეცნიერის მკურნალობის მეთოდი საშარდე სისტემის დაავადებების დროს.
ამერიკელი მეცნიერი ნორმან უოკერის დაკვირვებით, ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელ წყალში გაზავებული 1 ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე მიღება და ამასათანავე, ნახევარი ჩაის ჭიქა სტაფილოს, ჭარხლის, კიტრის წვენების დალევა ხელს უწყობს ქვიშისა და ქვების დაშლას და მათ გამოდევნას სანაღვლე და საშარდე სისტემის გზების საშუალებით.
- ხალხურ მედიცინაში სიმინდის ულვაში იხმარება საშარდე სისტემის ანთებითი პროცესის სამკურნალოდ. აგრეთვე კენჭოვანი დაავადებისა და სხვადასხვა შეშუპებების დროს. 10 გრ სიმინდის ულვაშს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 5 წუთი. გაწურეთ და ნელთბილი დალიეთ. ეს არის ერთი ან ორი დღის ნორმა.
- საშარდე სისტემის დაავადებულთათვის საუკეთესო საშუალებაა ასკილი. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ასკილისაგან ვიტამინური წვენი რომ მომზადდეს, ამისათვის გარეცხილი, გამხმარი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ( თავდახურულ ქვაბში ). ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ შეფუთეთ თბილად და დატოვეთ მთელი ღამით. ოდნავ შეატკბეთ, ბავშვს მიეცით დღეში ნახევარი ჩაის ჭიქა, დიდებს - 1 - 1,5 ჩაის ჭიქა. ასკილის ნახარში მეორენაირადაც შეგიძლიათ დაამზადოთ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე. დადგით გასაცივებლად, გაწურეთ. მიიღეთ ღვინის ჭიქით, ჭამის წინ დღეში 3 - ჯერ. უნდა გახსოვდეთ, რომ ასკილის ნახარშის მიღება უკუნაჩვენებია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტების დროს, ვინაიდან მისი სისტემატური მიღება პროთრომბინის დონეს მაღლა სწევს.
- გოგრის წვენს ხმარობენ საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადების დროს დღეში 400 - 500 ლ რაოდენობით, როგორც კენჭებისა და ქვიშების გამოდევნის საშუალებას.
- საზამთროს ფართოდ იყენებენ სამკურნალოდ. იგი საუკეთესო საშუალებაა, როგორც შარდმდენი. გამოიყენება თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი პროცესის დროს.