ოქროსფრად დაბრაწული სპირალები 15 წუთში: გასაოცარი წასახემსებელი კარტოფილისგან!

ოქროსფრად დაბრაწული სპირალები 15 წუთში: გასაოცარი წასახემსებელი კარტოფილისგან!
კარტოფილის სპირალებისთვის ცომი არ შეიცავს ფქვილს, ამიტომაც მნიშვნელოვანია შეარჩიოთ კარტოფილი სახამებლის მაღალი შემცველობით. მისი მომზადება ორნაირად შეგიძლიათ: მოხარშოთ მუნდირში, შემდეგ გაფცქვნათ, ასე კარგად შეუნარჩუნებთ ბოსტნეულს სახამებელს, რომელიც ასე აუცილებელია ცომისთვის. მაგრამ თუკი გაფცქვნილ კარტოფლის მოხარშავთ, შემდეგ დაუმატეთ ცომში ერთი კოვზი სახამებელი.

საჭირო მასალა:

  • კარტოფილი 500 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სახამებელი 10 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • პარმეზანი 40 გ
  • რძე 3 ს/კ
  • ზეთი 300 მლ


მომზადების წესი:

  1. ჩაჭყლიტეთ მოხარშული კარტოფილი, დაუმატეთ რძე, ყველი, სახამებელი, კვერცხი, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
  2. ღრმა დაფაში გაახურეთ ზეთი. საკონდიტრო ტომარაში ან უბრალო პაკეტში, რომელსაც კუთხეს მოაჭრით, მოათავსეთ კარტოფილის მასა და ადუღებულ ზეთზე დასვით სპირალის ფორმები. როგორც კი სპირალები ოქროსფერი გახდება, ამოიღეთ!
  3. სუფრასთან წასახემსებელი სხვადასხვა სოუსით მიიტანეთ. ნივრიანი და ბზილიკიანი კეტჩუპით, შინაური მაიონეზით, მწვანილიანი არაჟნით - აირჩიეთ თქვენი გემოვნებით!

გემრიელად მიირთვით!