ჩემი მოლდაველი მეგობარი ამ ღვეზელით უმასპინძლდება საპატიო სტუმრებს! ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ...

ჩემი მოლდაველი მეგობარი ამ ღვეზელით უმასპინძლდება საპატიო სტუმრებს! ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ...
ვარტუტა - ტრადიციული მოლდავური ხრაშუნა ღვეზელია. გემრიელი ვარტუტას საიდუმლო - ცომშია, ხოლო გულსართი შეიძლება ნებისმიერი იყოს. გოგრა, კარტოფილი, ჩაშუშული კომბოსტო, ვაშლი... მოდი, გავანებივროთ თავი ამ გემრიელი ღვეზელით და მოავამზადოთ ის ამჯერად ბრინზითა და მწვანილის გულსართით!

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 3 ჭიქა
  • ზეთი 0,5 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • წყალი 1 ჭიქა
  • კვერცხი 4 ცალი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • ბრინზა 500 გ
  • კამა 1 კონა


მომზადების წესი:

  1. გაცერით ფქვილი. გააკეთეთ გორაკი და შუაგულში ჩაახალეთ 2 კვერცხი. აურიეთ, დაუმატეთ თბილი წყალი, ს/კ ზეთი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და გააჩერეთ 40 წუთი.



  2. მოამზადეთ გულსართი: ბრინზაში აურიეთ 2 კვერცხი. დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი და კარგად აურიეთ. გუსართს მარილი არ უნდა, რადგან ბრინზა ისედაც საკმაოდ მარილიანია.



  3. გაყავით ცომი 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ რაც შიეძლება თხლად, მაგრამ ფქვილმოყრელად.. ამისათვის გამოიყენეთ დარჩენილი ზეთი.


  4. გულსართიც ასევე გაყავით 4 თანაბარ ულუფად, რათა ეყოს ცომის ოთხივე ნაწილს. გაანაწილეთ გულსართი გაბრტყელებული ცომის თითოეულ ფირფიტაზე და გადაახვიეთ რულეტივით, შემდეგ დაახვიეთ ლოკოკინასათვის. შემოახვიეთ მას ცომის მეორე რულეტი. შედეგად უნდა გამოგივიდეთ 2 ღვეზელი.

  5. მოათავსეთ ღვეზელები ლითონის ფირფიტაზე, წაუსვით კვერცხის გული და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთი.