როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ვეტრუტა- უგემრიელესი მოლდოვური რეცეპტი
ვეტრუტა ტრადიციული მოლდოვური ნამზადია. ამჯერად ცომის მომზადების განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ, რომლის დამსახურებითაც ვეტრუტა ასეთი ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის.
მას შემდეგ რაც ჰაეროვან ცომს მოამზადებთ შიგთავსად უამრავი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ- გოგრა, კარტოფილი, ვაშლი, მწვანილის მიქსი და ა.შ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით.
მას შემდეგ რაც ჰაეროვან ცომს მოამზადებთ შიგთავსად უამრავი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ- გოგრა, კარტოფილი, ვაშლი, მწვანილის მიქსი და ა.შ.
საჭირო მასალა:
- ფქვილი- 3 ჭიქა
- მცენარეული ზეთი- 0,5 ჭიქა
- მარილი- გემოვნებით
- მწვანე ხახვი- 1 კონა
- წყალი- 1 ჭიქა
- კვერცხი- 4 ცალი
- კვერცხის გული- 2 ცალი
- ბრინზა- 500გ
- კამა- 1 კონა
მომზადება:
- ფქვილი გაცერით და შუა ნაწილში ჩაახალეთ 2 კვერცი. ხელით კარგად აურიეთ, დაუმატეთ თბილი წყალი, 4 ს.კ მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი.
მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. მიეცით ბურთის ფორმა, დააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 40 წუთის განმავლობაში. - მოამზადეთ შიგთავსი. ბრინზა დაჭყლიტეთ და აურიეთ 2 კვერცხი. დაიმატეთ წვრილად დაჭერილი მწვანე ხახვი და კვლავ კარგად აურიეთ. დაამატეთ მარილი გემოვნებით.
- ცომი გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად.
- გულსართიც ასევე 4 ნაწილად გაყავით. თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე წაუსვით გულსართი და გადაახვიეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ოთხივე ცომის ფირფიტა ფოტოზე ნაჩვენების მსგავსად დააწყვეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.