გემრიელი საუზმე 20 წუთში - დაბრაწული ხაჭოს ოლადები!
იმისათვის, რომ ხაჭოს ოლადები ნაზი გამოვიდეს, დიასახლისები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. მაგალითად, ხაჭოს ატარებენ საცერში და მხოლოდ შემდეგ უმატებენ დანარჩენ ინგრედიენტებს.
fpaparazzi-ის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტში არ შედის მანი, რაც ოლადებს განსაკუთრებულად ნაზს ხდის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
fpaparazzi-ის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტში არ შედის მანი, რაც ოლადებს განსაკუთრებულად ნაზს ხდის.
საჭირო მასალა:
- ხაჭო 600 გ
- ფქვილი 2 ს/კ
- ზეთი 1 ს/კ
- შაქარი 100 გ
- კვერცხი 1 ცალი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- აიღეთ 5 %-იანი ხაჭო. ის არც ძალიან მშრალი უნდა იყოს, არც ძალიან თხელი. გაატარეთ საცერში.
- შემდეგ დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი.
- სველი ხელებით გააკეთეთ ბურთები.
- ამოავლეთ ფქვილში და შეწვით გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან.
- როცა ოლადები ერთი მხრიდან დაიბრაწება, ამოაბრუნდეთ და დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მეორე მხარე ისევე არ დაიბრაწება.
- შემდეგ გადმოიღეთ ოლადები ხელსახოცდაფენილ თეფშზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
- მიირთვით ოლადები თაფლთან, მურაბასთან, არაჟანთან ან კენკრასთან ერთად.