ხაჭოს ეს ოლადები თამამად შეგიძლიათ ღამითაც მიირთვათ! ფიტნეს ინსტუქტორის საფირმო რეცეპტი

ხაჭოს ეს ოლადები თამამად შეგიძლიათ ღამითაც მიირთვათ! ფიტნეს ინსტუქტორის საფირმო რეცეპტი
ხაჭოს კვერები - დღის გემრიელი დასაწყისის იდეალური გადაწყვეტაა. ბევრს ის არაჟანთან ერთად მოწონს, ზოგს მურაბით, მაგრამ რა ქნან მათ, ვისაც უყვარს ხაჭოს ოლადები, მაგრამ წონის დაკლება სურთ? ჩვენ გამოსავალი გვაქვს.

საჭირო მასალა:

  • უცხიმო ხაჭო 300 გ
  • კამა 15 გ
  • მარილი გემოვნებით
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 35 გ


მომზადების წესი:

  1. ღრმა ჯამში გადაიტანეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხი და მარილი და აურიეთ.
  2. დაჭერით წმინდად კამა და დაუმატთ ხაჭოს მასას. დაუმატეთ ასევე 25 გ ფქვილი და კარგად აურიეთ.
  3. გააკეთეთ ოლადები. უნდა გამოგივიდეთ 6 ცალი.
  4. ამოავლეთ ცოტაოდენ ფქვილში და შეწვით უწვავი ზედაპირის მქონდე ტაფაზე ორივე მხრიდან. თუ არ გაქვთ ასეთი ტაფა, წაუსვით ოდნავ ზეთი ტაფაზე და შეწვით ოლადები.

გემრიელად მიირთვით და დარჩით მომხიბვლელი!