როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი სალათა დიეტური პროდუქტებით- სალათა ასიბერგი სოუსით
სალათა ასიბერგი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, რადგან მასში შემავალი ინგრედიენტები დიეტურია, თავად სალათა კი ძალიან გემრიელი. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად მუშაობას და ამაღლებს იმუნიტეტს.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- სალათა აისბერგი- 200გ
- იოგურტი- 0,5 ჭიქა
- ზეითუნის ზეთი- 1ჩ.კ
- ბეკონი- გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- მდნარი ყველი- 170გ
- თეთრი ღვინის ძმარი- 1ს.კ
- პომიდორი ჩერი- 100გ
- ნიორი- გემოვნებით
- მარილი-გემოვნებით
- სალათა აისბერგი ისე დაჭერით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შედეთ მაცივარში ნახევარი საათით. შემდეგ კი ხელსახოცზე მოათავსეთ და შეამშრალეთ.
- ცალკე ჯამში გააკეთეთ ყველის სოუსი. მდნარი ყველი მოათავსეთ ჯამში, დაასხით იოგურტი, მოაყარეთ შავი წიწაკა, დაამატეთ ძმარი და ზეთი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ.
- სალათის ფურცლები დააწყვეთ თეფშზე, ზემოდან მოასხით მზა სოუსის ნახევარი, დააწყვეთ დაჭრილი პომიდორი, ბეკონი და ნიორი, შემდეგ კი დაჭყლეტილი ნიორი... შემდეგ კი დარჩენილი სოუსი მოასხით და გემრიელად მიირთვით.