ბოსტანი აივანზე: მწვანილი, კიტრი, პომიდორი და ყაბაყიც კი ელვის სისწრაფით გაიზრდება!

ბოსტანი აივანზე: მწვანილი, კიტრი, პომიდორი და ყაბაყიც კი ელვის სისწრაფით გაიზრდება!
მათ, ვისაც ქალაქგარეთ აგარაკი არ აქვს, შეუძლიათ მინი-ბოსტანი პირდაპირ სახლში მოაწყონ! აივანზე გაშენებული ბოსტანი მოგამარაგებთ არამხოლოდ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით, არამედ, კარგი განწყობით მძიმე სამუშაო დღის შემდეგ.

ადგილის დეფიციტის კომპენსაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერტიკალური თაროები და სტელაჟები.

Fpaparazzi გთავაზობთ საუკეთესო იდეებს შთაგონებისთვის.
  1. სალათის ფურცლები მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იძლევა. დარგეთ ყოველი ბუჩქი ცალ-ცალკე ქოთანში, რათა უფრო მეტი მოიწიოთ.



  2. გრძელ და ვიწრო ყუთებში სალათი ასევე კარგად გრძნობს თავს.



  3. ახალი რუკოლა მუდამ ხელთ გექნებათ.



  4. რამდენიმე ქოთანი ნიახურით, ოხრახუშით, ქინძითა და სხვა მწვანილებით დაამშვენებს აივანს და დიდ სარგებელსაც მოგიტანთ.



  5. მწვანე ხახვის გახარება იდეალურია ქოთნებში.



  6. ადგილის ეკონომიისთვის გამოიყენეთ მრავალიარუსიანი კონსტრუქციები.



  7. საქმისადმი სერიოზული მიდგომა!



  8. აივანზე გასახარებლად გამოიყენეთ დაბალი ჯიშის პომიდორი.



  9. კიტრის მოყვანას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება. მას ღრმა ფესვები არ აქვს, უბრალოდ რეგულარულად უნდა მოწყათ.



  10. სადაც კიტრი - იქაც ყაბაყი!



  11. ბოლოკი: ახალი, ხრაშუნა და ნიტრატების გარეშე.



  12. სპეციალური კონტეინერების მეშვეობით აივანზე კარტოფილის კარგი მოსავალიც მოგივათ.



  13. პლასტმასის ბოთლები გამოგადგებათ აივნის გასამწვანებლად. მოხერხებული და კომპაქტურია.



  14. ლამაზი, არომატული და გემრიელი ბულგარული წიწაკა.



  15. მარწყვი აივანზე? შეუძლებელი არაფერია!



გასაოცარია, არა? გამოიყენეთ ეს იდეები შთაგონების წყაროდ და მოაწყვეთ პატარა ბაღი საკუთარ აივანზე.