მინუს 7 კგ 14 დღეში: კიტრის დიეტა ქალბატონებისთვის, რომლებისთვისაც გარეგნობა მნიშვნელოვანია!

მინუს 7 კგ 14 დღეში: კიტრის დიეტა ქალბატონებისთვის, რომლებისთვისაც გარეგნობა მნიშვნელოვანია!
თუ წონაში დაკლება გსურთ, რა თქმა უნდა, რაციონის შეცვლა გარდაუვალია. და ვინაიდან ყოველი გაზაფხულის დადგომისთანავე სულ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული ჩნდება, ეს ცვლილებები მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

მინუს 7 კგ 14 დღეში: კიტრის დიეტა ქალბატონებისთვის, რომლებისთვისაც გარეგნობა მნიშვნელოვანია!

გთავაზობთ შესანიშნავ სეზონურ დიეტას, რომელსაც საფუძვლად კიტრი უდევს. დაიკელით წონაში სიამოვნებით!



მთავარი ინგრედიენტები
  • ახალი ხილი და ბოსტნეული
  • მწვანილი
  • სრულმარცვლოვანი პური
  • მოხარშული კარტოფილი
  • თინუსი
  • კვერცხი
  • თეთრი ხორცი



სასმელებიდან შეგიძლიათ დალიოთ კიტრის კოქტეილი, ჩაი, ყავა, მხოლოდ უშაქროდ. არავითარი ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები.

დაახლოებითი მენიუ 1 დღისთვის

საუზმე: კიტრის სალათი და 2 მოხარშული კვერცხი.
ხემსი: ვაშლი, ატამი ან 5 ქლიავი.
სადილი: სრულმარცვლოვანი პური და კიტრის სალათი.
ვახშამი: ხილის სალათი.

კიტრის სალათის რეცეპტი:



საჭირო მასალა

  • 400 გრ კიტრი
  • 200 მლ მჟავე რძე ან კეფირი
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი

მომზადება:

დაჭერით კიტრი კუბებად, დაამატეთ მარილი, იოგურტი, წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ.

კიტრის კოქტეილის რეცეპტი



დააბლენდერეთ ვაშლი, კიტრი, ისპანახი, დაამატეთ ჯანჯაფილი და კვლავ მოურიეთ. შეგიძლიათ მორთოთ თხილით ან ნუშით.

მიირთვით კოქტეილი მომზადებისთანავე, რათა მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

ნუ დაივიწყებთ ცხოვრების აქტიურ წესზე. შეახამეთ დიეტა ვარჯიშთან და აქტიურ დასვენებასთან ერთად.