ამ წასახემსებლის შემდეგ ნახევარი დღე დანაყრებული იქნები! ადრე არც მიფიქრია ამ პროდუქტების ერთმანეთში შერევა.
სწორედ ყაბაყი და არა სხვა რომელიმე ბოსტნეული შეაქვთ წლამდე ბავშვის მენიუში პირვალდ. საქმე ამ პროდუქტის სარგებლიანობასა და ჰიპოალერგიულობაშია.
fpaparazzi-მ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ რეცეპტი, სადაც მთვარი ინგრედიენტი ეს ფასდაუდებელი ბოსტნეულია. ყაბაყის რულეტი - შესანიშნავი სეზონური კერძია. ამიტომაც არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
fpaparazzi-მ გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ რეცეპტი, სადაც მთვარი ინგრედიენტი ეს ფასდაუდებელი ბოსტნეულია. ყაბაყის რულეტი - შესანიშნავი სეზონური კერძია. ამიტომაც არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
- ყაბაყი 600 გ
- არაჟანი 60 გ
- კვერცხის გული 3 ცალი
- ოხრაუხში 1 კონა
- ხაჭო 400 გ
- ფქვილი 100 გ
- კვერცხის ცილა 3 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
- კამა 1 კონა
- ნიორი 2 კბილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეთი 2-3 ს/კ
მომზადების წესი:
- მოამზადეთ ცომი: თუ ყაბაყი ახალგაზრდაა, შეგიძლიათ კანი არ გააცალოთ. გახეხეთ მსხვილად, მოაყარეთ მარილ და გააჩერეთ 10 წუთი.
- ამ ხნის განმავლობაში ის წვენს გამოუშვებს, რომელიც უნდა გადაუღვაროთ და კარგად გაწუროთ ყაბაყი.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. დაუმატეთ ყაბაყს კვერცხის გული, ფქვილი, არაჟანი და გამაფხვიერებელი. მოაყარეთ პილპილი და აურიეთ.
- ათქვიფეთ ცალკე ცილა, დაუმატეთ ცილის ერთი მესამედი ყაბაყის მასას და კარგად აურიეთ. დაუმატეთ კიდევ ნაწილი ცილა, კვლავ აურიეთ და ასევე მოიქეცით დარჩენილ ცილაზე.
- ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ზეთი. გარეცხეთ ოხრახუშის ფოთლები და დაალაგეთ პერგამენტზე.
- ფრთხილად გადაიტანეთ ყაბაყის მასა, რომ არ დაძრათ ოხრახუშის ღერები და ისე გაანაწილეთ ცომი თანაბრად.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოათვსეთ ღვეზელი 15-20 წუთი ღუმელში.
- შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გადაიტანეთ პერგამენტიანად მშრალ ჩაის ტილოზე და გააჩერეთ 30 წუთი.
- მოამზადეთ გულსართი, სანამ ღვეზელი გრილდება. წვრილად დაჭერით კამა და ნიორი. დაუმატეთ ხაჭო და მარილი და კარგად აურიეთ.
- მოაცალეთ ღვზელს პერგამენტი, წაუსვით ხაჭოს გულსართი და გადაახვიეთ რულეტად.
- მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით. ამ ხნის განმავლობაში გულსართ რულეტს კარგად გაუჯდება.
გემრიელად მიირთვით!